მთავარისიახლეებიპოლიტიკარით გააოცა ლევან იზორიამ რომან კაკულია

რით გააოცა ლევან იზორიამ რომან კაკულია

Published on

ბატონო ლევან, ცოტა გაოცებული ვარ, ორი საათია ვსაუბრობთ და სიტყვა რუსეთი საერთოდ არ გაჟღერებულა, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას.
 
რომან კაკულიას განცხადებით, ქვეყანაში არსებობს რუსული ორიენტაციის მქონე ძალა, რომელიც საკუთარი მიზნის მისაღწევად, სამომავლო საფრთხედ, ნატოსკენ მიმავალ გზას ასახელებს.
 
„ჩვენ ვიცით, რომ არის ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუსული ორიენტაციის ძალა ქვეყანაში, რომელიც თავის რიტორიკად, მიზნის მისაღწევად, იყენებს რუსეთის საფრთხეს ჩვენი ქვეყნისადმი ნატოსკენ მიმავალ გზაზე. იმის გამო, რომ ბევრ ადამიანს, რომელსაც ევროპული ორიენტაცია გვაქვს და არ გვინდა ვიყოთ ასოცირებული ამ პოლიტიკოსებთან, ცხადია არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე არ არსებობს. გამომდინარე აქედან, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია, თქვენ როგორ უყურებთ ამ თემას. რა მოტივით არ ისაუბრეთ ამ თემაზე, განმიმარტეთ თუ შეიძლება“ , – აღნიშნა რომან კაკულიამ.
 

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...