მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,მინისტრის საათის“ ფარგლებში, ლევან იზორიას მოსმენა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

,,მინისტრის საათის“ ფარგლებში, ლევან იზორიას მოსმენა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

Published on

,,მინისტრის საათის“ ფარგლებში, ლევან იზორიას მოსმენა, ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
 
ხმაური სხდომათა დარბაზში „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც თავდაცვის მინისტრს, საუბრის მანერები დაუწუნა და მისი ოჯახის წევრი, კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა.
 
 
„ხელებს კი ნუ იშვერთ! შვიდი წელია ხელისუფლებაში ხართ და თუ ვინმეს დაჰყავდა თავისი ოჯახის წევრი საწვავით, რომლითაც არ უნდა ევლო, გამოიძიეთ, გამოიტანეთ და დასაჯეთ ეს ადამიანები. მეც შემიძლია გამოვიშვირო ხელი და ვთქვა, რომ თქვენი ოჯახის წევრი ჩარეული იყო თამბაქოს კონტრაბანდაში, კარგია ასე ლაპარაკი?“, – აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
 
ირმა ნადირაშვილის აღნიშნულ განცხადებას, ადგილიდან რეპლიკა მოჰყვა მინისტრ იზორიას მხრიდან, რომელიც დეპუტატსა და მინისტრს შორის კამათში გადაიზარდა. დარბაზში შექმნილი ხმაურიდან გამომდინარე, ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იძულებული გახდა მხარეებისთვის რამდენჯერმე შენიშვნა მიეცა.
 
 
 
როგორ ახერხებთ, რომ თქვენი მინისტრობის პერიოდში ამდენი სამარცხვინო ფაქტი მოხდა და პასუხისმგებლობა არაფერზე არ აიღეთ?, – აღნიშნული კითხვით თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას ოპოზიციონერმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა მიმართა.
 
“დიდი ხნის განმავლობაში, თავდაცვის სამინისტრო, თქვენი მინისტრობის დროს კონტრაქტებს დებდა რუსეთის ჯაშუშობისთვის ბრალდებულ ადამიანთან – ბატონ დევრიშაძესთან და მისგან სხვადასხვა საქონელს ყიდულობდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანი საქართველომ და რუსეთმა ერთმანეთში გაცვალა ანუ რუსეთმა ის თავისთან წაიყვანა და აღიარა, რომ ის ნამდვილად ატარებდა რუსეთის ინტერესებს საქართველოში. აიღეთ თუ არა ამ ამბავზე პასუხისმგებლობა, რადგან გადასახადის გადამხდელთა ფული თავდაცვის სამინისტროდან ამ ადამიანის ჯიბეში მიდიოდა. ასევე საუბარია ჯარში ფულის გამოძალვის შემთხვევებზე, ნეპოტიზმის შემთხვევებზე, “დედოვშინის“ შემთხვევებზე, როდესაც სამხედრო მოსამსახურეებს სცემენ. გახსოვთ, როცა წვრთნების დროს მყვინთავები დაიღუპნენ – ჩვენ გამოძიების შედეგები არ ვიცით. იყო კონკრეტული შემთხვევები, როცა თავდაცვის სამინისტროში ფაქტობრივად, გაფორმებული ადამიანები ხელფასს ტყუილად იღებდნენ“, – მიმართა გიორგი კანდელაკმა ლევან იზორიას.
 
 

სიახლეები

ვლადიკავკაზში ახალშობილებს “გეორგიევსკი ლენტები” შეაბეს

9 მაისს დაბადებული ახალშობილებისა და მათი მშობლებისთვის სიურპრიზი მოამზადა ვლადიკავკაზის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის ადმინისტრაციამ:...

ესპანეთში “ჰანტავირუსის” მასობრივი გავრცელების შესახებ ცნობები სიცრუეა

ინფორმაცია ჰანტავირუსის გამო ესპანეთში საყოველთაო კარანტინის გამოცხადების შესახებ ფეიკია და სიმართლეს არ შეესაბამება. წამყვანი საერთაშორისო...

ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს თავს დაესხნენ

"მთის ამბების" დამფუძნებელი სოციალურ ქსელში წერს, რომ თავდასხმა გადაცემა "ღია სივრცის" დასრულების შემდეგ, მცირე...

СБУ-მ დააკავა პირი, რომელიც 9 მაისს რუსი მაღალჩინოსნის მკვლელობას გეგმავდა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ინფორმაციით, ოდესაში რუსეთის აგენტი დააკავეს, რომელიც 9 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების...