მთავარისიახლეებიეკონომიკაწელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა...

წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ

Published on

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET თებერვლის თვის აგრო მიმოხილვას აქვეყნებს.
 
ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არც თუ ისე დამაიმედებლად გამოიყურება.
 
კერძოდ, მოსალოდნელია რუსეთში ხორბლის წარმოების 16%-ით შემცირება, ხოლო ქვეყნის ექსპორტი შესაბამისად 11%-ით შემცირდება. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ხორბლის ფქვილის წმინდა იმპორტიორია და რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის ფქვილის იმპორტში დაახლოებით 90%-ს შეადგენს, ISET -ის შეფასებით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენციები ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
 
„აშშ-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს (USDA) პროგნოზით, მსოფლიოში ხორბლის წარმოება 2019 წელს 734.75 მლნ. ტონა იქნება, რაც 4%-ით ჩამოუვარდება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს (763.18 მლნ. ტონა). მაშინ, როცა ხორბლის მთლიანი მოხმარების პროგნოზი 747.23 მლნ. ტონაა – უფრო მაღალი, ვიდრე წარმოებული რაოდენობის პროგნოზი. ეს ნიშნავს იმას, რომ 2019 წლის ბოლოს მარაგები უფრო დაბალი იქნება, ვიდრე წინა წელს,“-აღნიშნულია მომოხილვაში.
 
ამასთან, ანგარიშის მიხედვით, ბოლო თვეების განმავლობაში პურისა და პურპროდუქტების ფასების მნიშივნელოვანი ცვლილება შეინიშნა. 2018 წლის ნოემბრიდან ამ კატეგორიაში შემავალი პროდუქტების ფასები საშუალოდ წინა წელთან შედარებით მაღალი იყო.
 
„2019 წლის თებერვალში პურისა და პურპროდუქტების ფასები 10.2%-ით გაიზარდა 2018 წლის თებერვალთან შედარებით. იმავე პერიოდში ხორბლის პურის ფასი 15%-ით გაიზარდა, რაც ხორბლის ფქვილის ფასების ზრდით იყო განპირობებული (წლიური 8%-ანი ზრდა). ვაჭრობის მონაცემების მიხედვით, 2019 წლის თებერვალში საქართველოში ხორბლის ფქვილის იმპორტმა 1650.70 ტონა შეადგინა, რაც 4%-ით აღემატებოდა წინა წლის მაჩვენებელს (1588.31 ტონა),“ – წერია დოკუმენტში.
 
ანგარიშის დეტალებზე ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ ISET-ის აგრარული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მკვლევარმა სალომე დეისაძემ ისაუბრა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...