მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართულ ოცნებას" შუალედური არჩევნებისთვის მხოლოდ მარტში მილიონი ლარი შესწირეს

“ქართულ ოცნებას” შუალედური არჩევნებისთვის მხოლოდ მარტში მილიონი ლარი შესწირეს

Published on

"ქართულმა ოცნებამ" შუალედური არჩევნებისთვის თანხის მობილიზება დაიწყო. მხოლოდ მარტში პარტიამ ფიზიკური პირებისგან მილიონი ლარი მიიღო. "ქართული ოცნების" მსხვილ შემომწირველებს შორისაა "ქართუ ბანკის" გენერალური დირექტორი ნატო ხაინდრავა, რომელმაც ოცნებას 50 ათასი ლარი გადაურიცხა. 45 ათასი ლარი კი "ქართულ ოცნებას" პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ალექსანდრე ივანიშვილმა შესწირა. პარტიას მაქსიმალური თანხა 60-60 ათასი ლარი კი 4-მა ბიზნესმენმა გადაურიცხა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მილიონობით ლარს მმართველი პარტია, ისევ ამომრჩევლის მოსყიდვაზე დახარჯავს. მონაცემები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზეა გასაჯაროებული.
 
"ქართული ოცნების ხელისუფლების ტოტალური კორუფცია მოიცავს ასევე პოლიტიკურ კორუფციას და იმ ფულს რომელსაც პარავენ ქართველ ხალხს, ამას იყენებენ იმისთვის, რომ შემდეგ წაართვან არჩევანი და იყიდონ ხმები, მაგრამ მორიგ ჯერზე მათ ექნებათ გაცილებით დიდი პრობლემები, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ წლობით ყოველთვე მათი ამო მრჩეველთა რიცხვი მცირდება," – აცხადებს სერგო რატიანი. 
 
საკრებულოს დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან," ლევან ხაბეიშვილი კი აცხადებს, რომ ქართული ოცნებისთვის" მხოლოდ ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან თანხების შეწირვა, ნიშნავს იმას, რომ ოლიგარქს მომდევნო არჩევნები მხოლოდ მის პირად არჩევნებად მიაჩნია და კვლავ ხალხის მოსყიდვას გეგმავს. 
 
"ეს ნიშნავს იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად ემზადება ამ არჩევნებისთვის, მათ შორის ზუგდიდში არის მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ ვნახეთ ფაქტობრივად ღობე-ღობე დაიწყო ამ ადამიანმა სიარული და ეს არის კლასიკური მაგალითი იმის, რომ ამ არჩევნებშიც რაიმეს გაკეთებას კი არ აპირებენ, პირდაპირ აპირებენ ამომრჩევლის მოსყიდვას და ის რომ მხოლოდ მისი გარემოცვა სწირავს თანხას ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ესეც გასაგებია, პირდაპირ საკუთარ არჩევნებად თვლის ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებს და ახლა ყველა რესურსს, საკუთარ ფინანსებს გამოიყენებს იმისათვის, რომ ადამიანები სხვადასხვა მიმართულებით მოისყიდოს,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი. 

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...