მთავარისიახლეებიპოლიტიკაგრიგოლ ვაშაძე: ბატონებო, მომილოცია! ხელისუფლება აღარ გვყავს. გვყავს ივანიშვილი,...

გრიგოლ ვაშაძე: ბატონებო, მომილოცია! ხელისუფლება აღარ გვყავს. გვყავს ივანიშვილი, რომელიც ახლა სამეგრელოს შემოივლის, ინვესტიციებს განახორციელებს, რადგან ეშინია და ღამე არ სძინავს, იმიტომ რომ წუთები აქვს დათვლილი

Published on

დავით კირკიტაძის ადვოკატი პროცესების დახურვის შესახებ მოსამართლის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სასამართლო პროცესების საჯარო ფორმატში გაგრძელებაზე შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, დავით კირკიტაძის პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„უკვე არაფერი აღარ მიკვირს. დღეს ყველამ ნახა, რაც მოხდა. მოწმეები იძლეოდნენ ურთიერთგამომრიცხავ და გარკვეულწილად არაადეკვატურ ჩვენებებს, რაც იწვევდა პროკურორების გაღიზიანებას. მოსამართლე კი იყო უხერხულ მდგომარეობაში. ამ ყველაფერზე რეაქცია ჰქონდა დარბაზს და მოსამართლემ ამის გამო მთელი სხდომები დახურა, რაც თავისთავად მიგვაჩნია, რომ არაკანონიერი გადაწყვეტილებაა და ემსახურება იმას, რომ არ გაშუქდეს სასამართლო პროცესი“, – განაცხადა ადვოკატმა.
 
 მოსამართლის გადაწყვეტილებას მომდევნო სასამართლო სხდომების დახურვასთან დაკაშვირებით უსამართლოდ მიიჩნევს და სამარცხვინოს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე.
 
,,.საბჭოთა კავშირში დავიბადე და ამაზე ამზრზენი სპექტაკლი არ მინახავს, – ასე შეაფასა მან  დღევანდელი სასამართლო პროცესი – "ეს ბიოლოგიური არსება უვადო მოსამართლედ დანიშნეს. ეს, როგორ ფიქრობთ, სირცხვილი არ არის? პროკურორი კიდევ ეხვეწება მოწმეს,თქვი რაც ჩვენებაში აღწერილი გაქვსო, არ ახსოვს იმ საწყალს კაცს, იწურება ოფლში და არ იცის რა თქვას. არც ხელისუფლება გვყავს ბატონებო, მომილოცია! გვყავს ივანიშვილი, რომელიც ახლა სამეგრელოს შემოივლის, ინვესტიციებს განახორციელებს, რადგან ეშინია და ღამე არ სძინავს, იმიტომ რომ წუთები აქვს დათვლილი მას და მის ხელისუფლებას. ეს არის თურმე მესამე ტალღა რეფორმების და მეოთხეზე ალბათ, ხალხს კედელთან დახვრეტენ", – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
 
 
შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
 
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
 
საქმე ეხება 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხეში მომხდარ დაპირისპირებას.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...