მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ჩემი ოცნებაა, პიაცაზე ჩემი შვილიშვილები ისხდნენ და თქვან, რომ ეს ყველაფერი მოიტანა...

“ჩემი ოცნებაა, პიაცაზე ჩემი შვილიშვილები ისხდნენ და თქვან, რომ ეს ყველაფერი მოიტანა მიშა სააკაშვილმა, ნიკა გვარამიამ” – მიხეილ სააკაშვილი

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, მის მიზნებზე კვირის აქცენტების სპეციალურ გამოშვებაში საუბრობს.
 
სააკაშვილის თქმით, მისთვის მნიშნელოვანია, რომ მომავალმა თაობამ მისი საქმიანობა პოზიტიურად შეაფასონ.
 
„ზვიად გამსახურდია ამბობდა, ჩემი ოცნება არის, რომ ვიჯდე რუსთაველზე კაფეში და ვუყურო ვარსკვლავიან ცას. ჩემი ოცნებაა, პიაცაზე ვიჯდე ან ჩემი შვილიშვილები ისხდნენ 50 წელში, ან ბათუმში ხელოვნურ კუნძულს ვაკეთებთ, ან სოხუმში იჯდეს ბულვარში და თქვას, რომ ეს ყველაფერი მოიტანეს მოიტანეს მიშა სააკაშვილმა, ნიკა გვარამიამ. ჩემი კაიფი არის ეს. არაფერი არ არის უფრო დიდი კაიფი, კაიფი არის, რომ ვიღაცას რაღაც ემსახურე, გაუკეთე და მათმა შვილებმა მაინც დააფასეს,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
 
მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულების ხელფასი უნდა გაიზარდოს, მათ შორის, მასწავლებლების ათას ლარამდე.
 
მიხიელ სააკაშვილის თქმით, განათლების სისტემაში პრობლემებია, რაც უნდა აღმოიფხვრას. სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ განათლების დაფინანსება 4-ჯერ მაინც უნდა გაიზარდოს. 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....