მთავარისიახლეებიპოლიტიკადეპუტატი ნატო ჩხეიძე გამოდის ინიციატივით, დამოუკიდებლობის დღე 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილს...

დეპუტატი ნატო ჩხეიძე გამოდის ინიციატივით, დამოუკიდებლობის დღე 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილს აღინიშნოს

Published on

დეპუტატი ნატო ჩხეიძე გამოდის ინიციატივით, დამოუკიდებლობის დღე 26 მაისის ნაცვლად 9 აპრილს აღინიშნოს. 
 
ჩხეიძის თქმით, სწორედ 9 აპრილს გამოაცხადა დამოუკიდებლობა ზვიად გამსახურდიამ და კონსტიტუციაშიც ეს ჩანაწერია. 
 
"რადგან ოცნების მთავრობამ და პარტიამ ასე საზეიმოდ აღიარა ზვიად გამსახურდიას დამსახურება საქართველოს წინაშე და ღვაწლი არამარტო რეფერენდუმის ორგანიზებასა და ჩატარებაში, რაც ერთი ეტაპი იყო დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში, არამედ სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადება 1991 წლის 9 აპრილს, რაც სწორედ ამ თარიღით, 9 აპრილით არის ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციის პირველსავე მუხლში. შესაბამისად, ალბათ მოვიდა ის დრო, როცა უნდა შეიცვალოს დამოუკიდებლობის აღნიშვნის თარიღი და ქვეყანამ თავისი დამოუკიდებლობა უნდა იზეიმოს სწორედ 9 აპრილს და არა 26 მაისს, როცა 1918 წელს ჟორდანიას მიერ ქვეყნის მაშინდელი დამოუკიდებლობა იქნა გამოცხადებული, რაც 3 წელიწადში დავკარგეთ რუსული ჯარის შემოჭრისა და მაშინდელი მთავრობის უთავობით. 70 წელი საბჭოეთის კოლონია ვიყავით და მხოლოდ 1991 წელს ხელახლა მოვიპოვეთ თავისუფლება ზვიად გამსახურდიას მოწამებრივი ღვაწლით. მაგრამ 1995 წელს შევარდნაძის ზეპირი გადაწყვეტილების საფუძველზე სწორედ ჟორდანიას თარიღი იქნა დადგენლი და არა გამსახურდიას თარიღი, ანუ დღევანდელი რესპუბლიკის დაბადების თარიღი, ანუ ის, რაც რეალობაა და რაც ჩაწერილია კიდეც საქართველოს დღევანდელ კონსტიტუციაში. მამა არ ახსოვდათ და მამინაცვალს ფიცულობდნენო ამაზეა ნათქვამი. ვერ დაასახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, თავის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავდეს არა კონსტიტუციაში ჩანაწერის, არამედ რომელიმე სხვა ისტორიული თარიღის მიხედვით. 
 
ნათელია შევარდნაძის მოტივი, ასახსნელია სააკაშვილის მოტივი, მაგრამ გაუგებარი იქნება „ოცნების“ მოტივი, მისი ერთკვირიანი დითირამბები გამსახურდიას მიმართ, სრულ ფარისევლობად აღიქმება, თუ ქვეყნის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში დამოუკიდებლობის საზეიმო დღედ არ აღდგა და არ დადგინდა მისი ნამდვილი დაბადების დღე – 9 აპრილი", – თქვა ჩხეიძემ. 
 
ნატო ჩხეიძე პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის სიით შევიდა, თუმცა, ახლა დამოუკიდებელი დეპუტატია.
 
საქართველო დამოუკიდებლობას 26 მაისს აღნიშნავს – 1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა და დამოუკიდებლობის აღდგენა მხოლოდ 70 წლის შემდეგ, 1991 წელს შეძლო.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...