მთავარისიახლეებისაზოგადოებაკვლევის მიხედვით ტყვიის შემცველობა სხვადასხვა საგნებში დასაშვებ ნორმას 200-ჯერ აღემატება

კვლევის მიხედვით ტყვიის შემცველობა სხვადასხვა საგნებში დასაშვებ ნორმას 200-ჯერ აღემატება

Published on

საგანგაშო შედეგები – დგინდება, რომ თითქმის ყველა სამშენებლო მასალა ტყვიით არის დაბინძურებული. საგანგაშო კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ მავნე ნივთიერების ზღვარი დასაშვებს 200-ჯერ აღემატება. სიცოცხლისთვის საშიში აღმოჩნდა არა მხოლოდ სამშენებლო მასალები, არამედ საკვები და სათამაშოები.
 
ტყვიის დიდი რაოდენობა აღმოჩნდა საკვებში, მათ შორის სუნელებში, ასევე სათამაშოებში. კვლევის მიხედვით, ტყვიის დასაშვებ ზღვარზე მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა სათამაშოებიდან მანქანებში, მატარებლებში, კუბებში, ასაწყობ „ფაზლებში“. შედეგებიდან ირკვევა, რომ ნივთიერება დიდი რაოდენობით საკანცელარიო ნივთებშიც დაფიქსირდა. 
 
მასშტაბური კვლევა სამეცნიერო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რიგითი მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევით ჩატარდა და შესწავლილი იქნა 300-მდე ყოველდღიური მოხმარების საგანი. ყველა ნიმუში დაბინძურებულია. კვლევის მიხედვით, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები, რომლებიც ახლად გარემონტებულ სახლებში ცხოვრობენ. 
 
„ყოველ მეხუთე ნივთში, რომელთანაც შეხება აქვს მოსახლეობას, აღმოჩნდა ტყვიის ჭარბი რაოდენობა. სუნელში, ყვითელ ყვავილში 246-ჯერ მეტი იყო ნორმაზე ტყვიის შემცველობა, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სურსათის უვნებლობა ჯერ კიდევ ვერ მუშაობს ეფექტურად. 33 სინჯიდან 14-ში აღმოჩნდა ტყვია ჭარბი რაოდენობით. აღსანიშნავია ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, რომელიც ცემენტისგან არის დამზადებული, გაჯი, საღებავი, როგორც ინტერიერის კედლის, ასევე კარ-ფანჯრის საღებავი,“ – განაცხადა კვლევის ავტორმა, ნოდარ ყანდიაშვილმა.
 
ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკოს თქმით, ტყვიის შემცველობაზე Unicef-თან ერთად ერთობლივი კვლევა ახლახან დაასრულდა, რომლის შედეგებს, დაახლოებით, 2 კვირაში გაასაჯაროებენ. მინისტრის განმარტებით, სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელშიც ჯანდაცვის უწყებას ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექსპერტები ეხმარებოდნენ. 
 
 

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...