მთავარისიახლეებისაზოგადოება2018 წელს 22 ქალი მოკლეს და ქალთა მკვლელობის მცდელობის 18 ფაქტი გამოვლინდა...

2018 წელს 22 ქალი მოკლეს და ქალთა მკვლელობის მცდელობის 18 ფაქტი გამოვლინდა – ომბუდსმენის ანგარიში

Published on

2018 წელს ქალთა მკვლელობის 22, ხოლო ქალთა მკვლელობის მცდელობის 18 ფაქტი გამოვლინდა, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი.
 
უფრო კონკრეტულად, ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი გამოვლინდა, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 7 ფაქტი. ამავე წელს ქალთა მკვლელობის მცდელობის 18 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 10 ფაქტი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მცდელობას ეხება.
 
შესწავლილი საქმეების მიხედვით, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაბალი შემოსავლის მქონე ან შემოსავლის არმქონე ქალებზე, განათლების არმქონე ქალებზე, მარტოხელა ქალებზე, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებზე, ხანდაზმულ პირებსა და ქალებზე, რომელთა პარტნიორები/ყოფილი პარტნიორები სამართალდამცავ უწყებებში ან/და შეიარაღებულ ძალებში მუშაობენ/მსახურობენ.
 
„2018 წელს ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოიცა 205 შემაკავებელი და 130 დამცავი ორდერი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (ადევნება) გამოძიება დაიწყო 126 სისხლის სამართლის საქმეზე. იდენტიფიცირებისა და რეაგირების მაჩვენებლის გაზრდის მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება რეგიონებიდან დაბალი მიმართვიანობა ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ საკითხებთან დაკავშირებით.
 
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ კვლავ პრობლემურია სამართალდამცავების არამგრძნობიარე დამოკიდებულება და პოლიციის განყოფილებებში ძალადობის მსხვერპლთა სპეციალური გამოკითხვის წესების არარსებობა. გარდა ამისა, ხშირია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლები პოლიციელების მხრიდან შეურაცხმყოფელ და დამცინავ დამოკიდებულებაზე უთითებენ,” – ნათქვამია ანგარიშში.

სიახლეები

თემურ ქათამაძეს სასამართლო პროცესის დასრულებამდე საქართველოდან არ გააძევებენ

თემურ ქათამაძეს საქართველოდან არ გააძევებენ სასამართლო პროცესის დასრულებამდე - საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას "სოციალური...

ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა

„ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრი გახდა! ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა შორისაა ანდრო...

”ირო წიმი ევროპაშა”-ამ სლოგანით დღეს ზუგდიდში აქცია გაიმართება

9 მაისი, 19:00 - ზუგდიდი, სამხარეო ადმინისტრაციის წინ! 75 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპამ...

“მთელს ევროპაში ასე უცებ ვერ გავასწორებთ ორმაგ სტანდარტებს” -ბოჭორიშვილი EU-ის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე არმიწვევაზე

"პოლონეთს კითხეთ , ორმაგი სტანდარტები არის ყველგან, ორმაგი სტანდარტებით ხდება მიდგომა. საქართველოში არ არის...