მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ ჯგუშია თბილისში ზუგდიდელი ამომრჩევლებისთვის უბნის გახსნის ინიციატივით ცესკოს მიმართავს

თენგიზ ჯგუშია თბილისში ზუგდიდელი ამომრჩევლებისთვის უბნის გახსნის ინიციატივით ცესკოს მიმართავს [Video]

Published on

სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია თბილისში საარჩევნო უბნების გახსნას ითხოვს იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ზუგდიდში არიან რეგისტრირებული, თუმცა ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. მისი თქმით, განცხადებით მიმართავს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცესკოს თავმჯდომარეს, განიხილონ ეს ინიციატივა და გაითვალისწინონ მოქალაქეთა საჭიროებები.“არიან ადამიანები, რომლებიც თბილისში არიან წასულები სამუშაოდ, არიან სტუდენტები, რომლებიც ვერ ახერხებენ ჩამოსვლას, მათთვის იქ უბნების გახსნა არის აუცილებელი. ამით, კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება გაყალბების წინააღმდეგ, რადგან მთავრობა ამ ხალხს იყენებს სათავისოდ, ურეკავენ და ეუბნებიან, მარშუტკას გამოვყოფთ, ჩამოგიყვანთ და ა. შ.“- განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ. თავის მხრივ თენგიზ ჯგუშიას ინიციატივას გამოეხმაურა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ამომრჩეველს ხმის კიცემის უფლება აქვს საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციის მიხედვით. თუმცა მირანდა მესხმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ განცხადებით შემოსვლის შემთხვევაში ცესკოსთან შუამდგომლობას დააყენებს.
 
 
 

სიახლეები

კობახიძე ურსულა ფონ დერ ლაიენს, ანტონიუ კოშტას და რობერტა მეცოლას ღია წერილით მიმართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ღია წერილით მიმართავს...

შიო III დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდება

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვის მშობელმა, თაკო გოგოლაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქოდან...

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან 10 წელი გავიდა

საოკუპაციო ძალების მიერ გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან 10 წელი გავიდა. 2016 წლის 19 მაისს 30...

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...