მთავარისიახლეებიპოლიტიკაშინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი გაქურდეს - სამხედრო საფრენ აპარატს ნაწილები ამოაცალეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი გაქურდეს – სამხედრო საფრენ აპარატს ნაწილები ამოაცალეს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი გაქურდეს. სარემონტოდ გადაყვანილი მი-8 ამ დრომდე ანგარშია და საცდელ გაფრენას ვერ ასრულებს. ვერტმფრენს ნაწილები მოხსნეს და მოიპარეს.
 
თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე, ერთ-ერთი ანგარში, ვერტმფრენი შესაკეთებლად თავდაცვის სამინისტრომ გადაიყვანა, მოგვიანებთ საფრენი აპარატი თავდაცვამ სასაზღვრო პოლიციას გადასცა და მისი სარემონტო სამუშაოები იწყებოდა.
 
მოულოდნელად საავიაციო ქარხნის ტერიტორიაზე სამხედრო საფრენი აპარატების ზონაში განგაში გამოცხადდა. ბორტმექანიკოსებმა შემოწმების დროს აღმოუჩინეს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენიდან ნაწილები მოპარული იყო.
 
თბილავიამშენის გენერალური დირექტორი, ნოდარ ბერიძე, შაბათის კურიერს უყვება, რომ გრძელია იმ ნაწილების სია, რომელიც სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიდან მოიპარეს.
 
ჩნდება კითხვა, სად გაყიდეს, ვინ გაყიდა და რისთვის გამოიყენა ეს ნაწილები.
 
საბჭოთა წარმოების ვერტმფრენების ნაწილებს რუსეთი აწარმოებს. საქართვლოს აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვი ნაწილებს აღარ აძლევს, არ აწვდის უკრაინასაც და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებსაც, შესაბამისად, შავ ბაზარზე საფრენი აპარატების მეორადი სათადარიგო ნაწილებზე მოთხოვნა დიდია. არ არის გამორიცხული, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენების მოპარული ნაწილები უცხოეთში გაყიდეს.
 
 
 
საფრენი აპარატიდან ნაწილების მოპარვის ფაქტი ერთი წლის წინ მოხდა, თუმცა, ის ხელისუფლებამ დამალა. უკვე ერთია წელია, დაკითხეს ყველა, ვინც ამ ტერიტორიაზე მუშაობს, მიიყვანეს კრიმინალისტები და კინოლოგები, თუმცა, საქმე ვერ გამოიძიეს.
 
თბილისის საავიაციო ქარხნის ტერიტორია სტრატეგიული დანიშნულების ადგილია. ამ ზონაში სამი კოპანია მუშაობს – სამხედრო ტექნიკის და იარაღის მწარმოებელი დელტა, სამხედრო საფრენი აპარატების ქარხანა თბილავიამშენი და ავიასარემონტო კომპანია თამ მენეჯმენტი. ტერიტორიაზე სათვალთვალო კამერები საერთოდ არ დგას.
 
დელტას უსაფრთხოების უფროსი ამბობს, რომ საავიაციო ქარხნის ტერიტორიიდან ვერტმფრენის მოპარული ნაწილები არ გამოუტანიათ და არც უცხო პირები შესულან. ამიტომ პოლიცია იძიებს, ხომ არ გაძარცვეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი თავად ქარხნის თანამშრომლებმა.
 
დელტას უსაფრთხოებიs უფროსი პირდაპირ არ ამბობს, თუმცა მიანიშნეს, რომ მოპარული სათადარიგო ნაწილები შესაძლოა, სხვა ვერტმფრენების შესაკეთებლად გამოიყენეს.  
 
თბილისში ამავე ქარხანაში რემონტდება და უცხო ქვეყნიდან შემოჰყავთ საფრენი აპარატები. თბილავიამშენის დირექტორი ადასტურებს, რომ ახლა ქარხანაში სამი სხვადასხვა უცხო ქვეყნის სამხედრო ვერტმფრენებია კაპიტალურ შეკეთებაზე.
 
უკრაინელი ბორტმექანიკოსი სერგეი, რომელიც თბილისიდან რამდენიმე დღის წინ სამშობლოში დაბრუნდა, თბილავიამშენში ერთ-ერთი უცხო ქვეყნის ვერტმფერენების შესაკეთებლად მოიწვიეს.
 
წასვლის წნ მან თქვა, რომ ქარხანა კონფლიქტის ფონზე დატოვა, რადგან ვერტმფრენს, რომელსაც უცხოელებისთვის თბილისში აკეთებდნენ, უკვე ასაფრენად ამზადებდნენ, როდესაც აღმოჩინეს, რომ ნაწილები მოპარული იყო.
 
თბილავიამშენის დირექტორი ამტკიცებს, რომ ნაწილები მათთან შესაკეთებლად შემოყვანილი ვერტმფრენისთვის არავის მოუპარავს და კა-100, რომელიც ვერტმფრენს წონასწორობის შენარჩუნებაში ეხმარება, სხვა საფრენ აპარატზე გადააყენეს.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...