მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოში სკოლას ნაადრევი ქორწინების გამო ყოველწლიურად 300 მოსწავლე ვერ ამთავრებს- კვლევა

საქართველოში სკოლას ნაადრევი ქორწინების გამო ყოველწლიურად 300 მოსწავლე ვერ ამთავრებს- კვლევა

Published on

განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტატისტიკით, საქართველოში სკოლას ნაადრევი ქორწინების გამო ყოველწლიურად საუალოდ 300 მოსწავლე  ვერ ამთავრებს.
 
შესაბამისი სტატისტიკა EDU.ARIS.GE განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მიაწოდა. 
 
ოფიციალური მონაცემები აჩვენებს, რომ სკოლის დამთავრებას სწორედ ნაადრევი ქორწინების მიზეზით, წელიწადში საშუალოდ 300 მოსწავლე ვერ ახერხებს.
 
2015-2016 სასწავლო წლებში 553 ათასი მოსწავლიდან 460 გოგონამ და 68 ბიჭმა ვერ დაასრულა საშუალო განათლების საფეხური, 2016-2017 წლებში 564 ათასი მოსწავლიდან 230 გოგონამ და 17 ბიჭმა, ხოლო 2017-2018 წლებში 151 გოგონამ და 22 ვაჟმა.
 
ნაადრევი ქორწინების გამო სწავლის შეწყვეტის მაჩვენებლით რეგიონების მიხედვით ქვემო ქართლი ლიდერობს:„2015-2016 წლებში იქ 117 გოგონამ და 12 -მა ბიჭმა ვერ დაასრულა სწავლა დაოჯახების გამო, 2016-2017 სასწავლო წლებში კი 75-მა გოგონამ და 8 ბიჭმა, 2017-2018 წლებში 32 გოგონამ და 2-მა ბიჭმა“.

სიახლეები

ემუქრებიან რომ გააქრობენ, ჩემი შვილი საფრთხეშია – დავითაძის დედა

პატიმარ გიორგი დავითაძის დედა, ირმა დავითაძე შვილის ყველაზე მკაცრი რეჟიმის პენიტენციური დაწესებულებიდან ლაითურის ციხეზე...

პაატა მანჯგალაძეს პროკურატურის სტანდარტითაც კი არ უდასტურდება სამართალდარღვევა – ადვოკატი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პაატა მანჯგალაძე საპროცესო გარიგების გაფორმებაზე უარს აცხადებს. დაცვის...

ვენეციის კომისიამ “გრანტების კანონზე” კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა

ვენეციის კომისიამ 2026 წლის მარტში მიღებულ გრანტების კანონზე სამართლებრივი დასკვნა გამოაქვეყნა. როგორც სამოქალაქო საზოგადოების...

ადგილი აქვს მის მიმართ პროვოკაციულ ქმედებებს – დავითაძის ადვოკატი

"ახლახანს დავტოვე მე-6 პენიტენციური დაწესებულება ! გრძელდება გიორგი დავითაძეზე ზეწოლა და ადგილი აქვს მის მიმართ...