მთავარისიახლეებისაზოგადოებალადო აფხაზავასთვის მილიონი ლარის შესაგროვებლად კამპანია დაიწყო

ლადო აფხაზავასთვის მილიონი ლარის შესაგროვებლად კამპანია დაიწყო

Published on

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ქართველი ფინალისტის, ლადო აფხაზავასთვის მილიონი ლარის შესაგროვებლად სოციალურ ქსელში კამპანია დაიწყო.  ჩიბათელი პედაგოგის დასახმარებლად განცხადებას მეწარმე ანა მიქაძე-ჩიკვაიძე Facebook-ის პირად გვერდზე აქვეყნებს. 
"ლადო აფხაზავას კი არა მეგობრებო (ცხადია, ლადოსაც) კი არ სჭირდება დახმარება – ჩვენ გვჭირდება, იმისთვის რომ იმაზე უკეთესები ვიყოთ ვიდრე ვართ.. ხო გეხვეწებით, გეაჯებით, გემუდარებით, ბევრი კარგი მასწავლებელი რომ არის და ღირსეული ხელფასები არა აქვთ, ამას ნუ შემახსენებთ. 1 ლარი ვის დაგაქცევთ აბა მითხარით ვის", – წერს ანა მიქაძე-ჩიკვაიძე.
ლადო აფხაზავა "მასწავლებლის გლობალური ჯილდოს" ათ ფინალისტს შორის მოხვდა. კონკურსში კენიელმა პედაგოგმა პიტერ ტაბიჩიმ გაიმარჯვა, რომელსაც საჩუქრად 1 მილიონი დოლარი გადაეცა.
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...