მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს

ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს

Published on

მძიმე კრიმინოგენული ვითარების კიდევ ერთი მსხვერპლი – ქურდებმა ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას საცხოვრებელ სახლშიც შეაღწიეს.
 
წყნეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 20 ნომერში გიორგი ქობულიას საცხოვრებელი სახლში ქურდები სავარაუდოდ ღამით შევიდნენ. შს სამინისტროში ქურდობის ფაქტს არ ადასტურებენ, მაგრამ როგორც ადგილობრივები ამბობენ, სამართალდამცველებმა მომხდარი ფაქტის გამო მინისტრის მეზობლები გამოკითხეს. 
 
როგორც ქობულიას მეზობლები ამბობენ, ქურდობა ორი დღის წინ მოხდა და მინისტრის ბინიდან საკმაოდ ღირებული ნივთებია მოპარული.
 
„გავიგე,რომ გაძარცვეს, მაგრამ ვინ და როდის არ ვიცი. არ ვიცი რა არის წაღებული, მაგრამ ბევრ რამეს წაიღებდნენ, მდიდრული სახლია ძალიან. გავიგე, რომ გაძარცვეს საღამოს ეს სახლი, დაცვის პოლიცია წესით კი აქ არის ხოლმე, მაგრამ ბოლო დროს არ არიან,“-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
 
მეზობელი, რომელიც ქობულიას სახლის მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობს, ამბობს, რომ მინისტრის სახლში მომხდარი ქურდობის შესახებ ინფორმაცია აქვს, იცის ისიც, რომ სახლიდან ნივთები წაღებულია.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...