მთავარისიახლეებისაზოგადოებადეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულების საკვების მიღებაზე უარს ამბობს

დეკანოზი გიორგი მამალაძე პენიტენციური დაწესებულების საკვების მიღებაზე უარს ამბობს

Published on

დეკანოზი გიორგი მამალაძე დღეიდან პენიტენციური დაწესებულების საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რადგან მას სამარხვო საკვებით ვერ უზრუნველყოფენ. ამის გამო, მსჯავრდებული დეკანოზი იძულებულია თავად იყიდოს საკვები.
 
ინფორმაციას მისი ადვოკატი ავრცელებს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზთან იმყოფებოდა.
 
დავით ჯანდიერის ინფორმაციით, მსჯავრდებული სასულიერო პირის მონახულებას უახლოეს პერიოდში აპირებენ სახალხო დამცველის წარმომადგენლებიც. 
 
„დღეს მან უარი განაცხადა პენიტენციური დაწესებულების მიერ მიწოდებული საკვების მიღებაზე და ამის მიზეზი არის ის უყურადღებობა, რომელსაც ის განიცდის. რამდენიმე დღის წინ, მას ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემებიც, თუმცა ყურადღება სათანადო არ იქნა მის მიმართ აღმოჩენილი,“ – განაცხადა ადვოკატმა.
 
განცხადება გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამაც. ოჯახი დეკანოზის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.
 
„თავდაპირველად, პირობა მოგვცეს, რომ გადაიყვანდნენ მე-18 დაწესებულებაში და მიეცემოდა მას სათანადო მკურნალობა მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე. მაგრამ სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ ელემენტარული ყურადღებაც არ ექცევა. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმაც დადო დასკვნა და იმედია, ჩვენ ამას ვითხოვთ, რომ გაითვალისწინებენ  და მოხდება ჩემი ძმის გადაყვანა შესაბამის დაწესებულებაში, სადაც ელემენტარულად, უკვე მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნება,“ – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

სიახლეები

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს. საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...