მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. მათ სოლიდარობას უცხადებს მესამე სექტორიც

დღეს სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. მათ სოლიდარობას უცხადებს მესამე სექტორიც

Published on

 
დღეს სოციალური მუშაკები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიფიცნენ. 
თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთან შეკრებილებს, რეგიონებიდან ჩამოსული სოციალური მუშაკებიც შეუერთდნენ. სოციალური მომსახურების სააგენტო ფაქტიურად პარალიზებულია. სოციალური მუშაკები თავიანთ  სამუშაო პირობებს ძალადობრივსა და დანაშაულებრივს უწოდებენ და მათ გაუმჯობესებას ითხოვენ.
 
სოციალური მუშაკებს სოლიდარობას მესამე სექტორი უცხადებს. საიას განცხადებით, აქციის მონაწილეების მოთხოვნები ლეგიტიმურია:
 
„ყველა წესის დაცვით გაიარეს ის ეტაპები რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული გაფიცვასთან. ამის მიუხედავად იყო შემთხვევები როდესაც ერთგვარი ზეწოლის ფაქტები შეიძლება ყოფილიყო მათ არ შეეწყვიტათ მუშაობა, არ ყოფილიყო გაფიცვა. ჩვენ მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს პირველ რიგში რომ უზრუნველყოს იმ უფლებით სარგებლობა რომელიც გარანტირებულია კანონით,“-განაცხადა სულხან სალაძემ.
 
სოციალურ მუშაკებს სოლიდარობას უცხადებს ფონდი ”ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორიც.
 
„სრულიად საგანგაშოა ის შრომის პირობები რომელშიც მათ უწევთ მუშაობა. ერთი მხრივ გადატვირთული გრაფიკი. დაბალი ხელფასი, უსაფრთხოება რომელიც არ არის დაცული. აშკარაა , რომ რამდენიმე ასეულ სოციალურ მუშაკს უწევს ძალიან დიდ პრობლემებთან გამკლავება. მათი მოვალეობები ბოლო წლებში გაიზარდა მაგრამ არანაირად არ გაუმჯობესებულა შრომის პირობები. სწორედ იმიტომ, რომ ისინი დღეს გაფიცვას იწყებენ სრულად გამართლებულია და მისასალმებელიც,“-განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.
 
სოციალური მუშაკების გაფიცვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, სამინისტრო უზრუნველყოფს იმ სოციალური სერვისების უწყვეტ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მიწოდებას, რომელსაც სოციალური სამუშაო ითვალისწინებს და სოციალური მუშაკი ახორციელებს. 
 
"ჩვენ სრულად, მთელი საქართველოს მასშტაბით, უზრუნველვყოფთ სახელმწიფო ზრუნვის საჭიროების მქონე პირთა მომსახურებას და ასევე ძალადობის შემთხვევების ეფექტიან მართვას.
 
ამ დრომდე სოციალურ მუშაკებთან ხორციელდებოდა შეხვედრები სამუშაო ფორმატში, რომელშიც მონაწილეობდნენ ჯანდაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელობა, სოციალური მუშაკები და სპეციალურად ამ საქმეში ჩართული შრომითი დავების მედიატორი. სოციალური მუშაკების მიერ წარმოდგენილი საკითხებიდან, როგორც უკვე მოგახსენეთ, საგრძნობი ნაწილი უკვე შესრულებულია, ნაწილზე არის რეალისტური სამოქმედო გეგმა, ხოლო ნაწილი საჭიროებს გარკვეულ პერიოდში გადაწყვეტას. 
 
როგორც ჩანს, ეს მიუღებელია სოციალური მუშაკების ნაწილისთვის და მათ გადაწყვიტეს გაფიცვა, რაც მათი სამოქალაქო უფლებაა, თუმცა ამით სოციალური სამუშაოს განხორციელებას საფრთხე არ შეექმნება, რადგან დღეიდან სამინისტრო გადაერთო უკვე წინასწარ მომზადებულ სამოქმედო გეგმაზე და ამ პროგრამის ბენეფიციარები არ დაზარალდებიან“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ, თამილა ბარკალაიამ.
 

სიახლეები

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა

ირანში მიმდინარე პროტესტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა. დემონსტრაციები უკვე 12 დღეა უწყვეტად გრძელდება....

ამოღებულია „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“ და სხვა ნარკოტიკული საშუალებები – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი...

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის დაცვაში მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუ რუსეთი ზავს დაარღვევს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის, აიღოს ვალდებულება შეერთებული შტატების მონაწილეობაზე უკრაინის...

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...