მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ენმ არის პოლიტიკური ოჯახი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო"-ნიკა...

“ენმ არის პოლიტიკური ოჯახი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო”-ნიკა მელია

Published on

ამ წუთებში სასტუმრო „ბილტმორში“ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მერვე ყრილობა მიმდინარეობს.
 
დელეგატებს უკვე მიმართეს სიტყვით პარტიის პოლიტსაბჭოს ლიდერებმა. ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლისას იმ მიღწევებზე ისაუბრა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას„ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდა.  
 
„ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური ოჯახი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით შექმნა ახალი ქართული სახელმწიფო,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ენმ-მ ჩაიბარა ქვეყანა, სადაც არ იყო სახელმწიფო ინსტიტუციები, ჯარი, პოლიცია, ხელფასი.
 
არ იყო იმედი, რომ ოდესმე შეიცვლებოდა ის, რაშიც ჩვენ ვცხოვრობდით. ეს იყო შეუმდგარი სახელმწიფო, სადაც უცხოელისთვის სტუმრად ჩამოსვლაც კი იყო საშიში. ელემენტარულად არსებობდა რისკი რომ მას ფულის გამოძალვის  მიზნით გაიტაცებდნენ და ეს საქართველოში ერთ ერთი წარმატებული ბიზნესი გახლდათ და ამის შემdეგ ამ პოლიტიკურმა ოჯახმა ისე განავითარა ტურიზმი და ტურისტული პროექტები რომ წელს უკვე ვსაუბრობთ რომ ამ ქვეყანაში 9 მილიონი ტურისტი შემოდის,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
 
მან სიტყვით გამოსვლისას შეცდომებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ენმ იყო ერთ-ერთი პარტია, რომელმაც მშვიდობიანი გზით გადასცა სხვა პოლიტიკური ძალას ხელისუფლება. ნიკა მელიას თქმით მიუხედავად "ოცნების" დაპირებებისა ქვეყანამ მიიღო მეტი სიღარიბე, უმუშევრობა, უსამართლობა, გაზრდილი კრიმინალი.
 
ƒ„ჩვენ ვიხილეთ გაბოროტებული ოლიგარქი, რომელიც ფეხქვეშ თელავს სახელმწიფო ღირსებას. „ოცნება“ შეგვპირდა მშვიდობას და სანაცვლოდ მივიღეთ ოკუპანტების მიერ მოკლული მეტი და მეტი ადამიანები. ოკუპაციის ხაზის მუდმივი გადმოწევა ხდება. სულ უფრო მეტ ჩვენ თანამოქალაქეს არ ეძლევა საშუალება ოჯახის წევრების საფლავებზე მისვლის,“-განაცხადა ნიკა მელიამ.  
 
ნიკა მელიამ ენმ-ს წევრების დევნასა და შერჩევით სამართალზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელისუფლება მიზანმიმარულად ახდენს ზეწოლას პარტიის აქტივისტებზე და აპატიმრებს მათ. 
 
ნიკა მელიამ გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალ პარტიებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ პოლიტიკური მოძრაობების ერთობა ახლა როგორც არასდროს არის გადამწყვეტი ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულებლად. 

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...