მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი პრემიერი, პრორუსული პლატფორმით და რუსეთის სავარაუდო ჩარევით გახდა - ჰილარი კლინტონის...

ივანიშვილი პრემიერი, პრორუსული პლატფორმით და რუსეთის სავარაუდო ჩარევით გახდა – ჰილარი კლინტონის წერილებზე დაყრდნობით FOX NEWS სტატიას აქვეყნებს

Published on

ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი პრორუსული პლატფორმით და რუსეთის სავარაუდო ჩარევით გახდა – სტატიას ამის შესახებ FOX NEWS აქვეყნებს.
 
გავლენიანი ამერიკული ტელეარხის ონლაინ გამოცემამ, ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილები მოიპოვა. 756 გვერდიანი მიმოწერიდან ნაწილი საქართველოს და ბიძინა ივანიშვილს ეხება.
 
ამ წერილების ანალიზზე დაყრდნობით FOX NEWS წერს, რომ ივანიშვილი 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ვლადიმერ პუტინს განზრახ არ აკრიტიკებდა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი 2008 წლის აგვისტოში შემოიჭრა და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა.
 
სტატიაში ასევე საუბარია პიროვნებაზე, მისი ვინაობა არ სახელდება, ის სავარაუდოდ ამერიკის სახელმწიფო მდივანსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შუამავლის როლს ასრულებდა და ის სავარაუდოდ ივანიშვილს არჩევნების წინ შეხვდა, თუმცა სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ 2012 წელს ივანიშვილი ახალი ამბების სათაურებში კვლავ მოხვდა, როგორც პოლიტიკოსი რომელმაც კლინტონთან შეხვედრაზე უარი თქვა.

სიახლეები

კაია კალასი: ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს

"ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს"- ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო...

სეს-ი: მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

მარნეულში, ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი ევროპარლამენტის შენობაზე

ბელგია, ბრიუსელი - სახაროვის პრემიის წლევანდელი ლაურეატების, მზია ამაღლობელისა და ანდჟეი პოჩობუტის ფოტოებია გამოფენილი...

ზვიად ცეცხლაძის ოჯახი შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

როგორც ზვიად ცეცხლაძის მამამ, ზურაბ ცეცხლაძემ თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა, ისინი აპირებენ შეიტანონ...