მთავარისიახლეებიპოლიტიკაგანათლების მინისტრის მოსმენა პარლამენტში თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს

განათლების მინისტრის მოსმენა პარლამენტში თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს

Published on

განათლების მინისტრი პარლამენტის ცარიელ დარბაზში – მიხეილ ბატიაშვილს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი უსმენს.
 
ბატიაშვილი საკანონმდებლო ორგანოში "ევროპული საქართველოს" მოთხოვნით, ინტერპელაციის ფარგლებში მივიდა, თუმცა დარბაზი ფაქტობრივად ცარიელია. სესიაზე შეკრებილი დეპუტატების უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენს.
 
დარბაზში სულ 23 დეპუტატი იმყოფება. მინისტრს საპარლამენტო უმრავლესობიდან მხოლოდ განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი გუგული მაღრაძე ესწრებიან.
 
სხდომათა დარბაზში იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია. 

სიახლეები

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...

უიტკოფი- უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან

აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის განცხადებით, ვლადიმირ პუტინი დათანხმდა, რომ უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მომდევნო...