მთავარისიახლეებისაზოგადოებაკეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლები მოსალოდნელი შემცირებების გამო

კეთილმოწყობის ცენტრის თანამშრომლები მოსალოდნელი შემცირებების გამო

Published on

გორის ქუჩაზე მდებარე ზუგდიდის  ააიპ-ის კეთილმოწყობის  ცენტრის საწყობის ეზოში 200-მდე ადამიანი შეიკრიბა. ცენტრის თანამშრომლები მოსალოდნელ შემცირებას აპროტესტებენ. ააიპ-ის თანამშრომლები კამერებთან კომენტარს ერიდებიან, თუმცა პირად საუბრებში აცახედებენ,  რომ მათ აქვთ ინფორმაცია, შტატების შემცირებაზე,  სწორედ ეს გახდა დღევანდელი შეკრების მიზეზიც. ,,,ოდიშინიუსის,, გადამღებ  ჯგუფს  დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა ეზოში შესვლის საშუალება არ მისცეს.სიტყვიერი კამათი და დაპირისპირება ვიცე-მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი შენგელიას გამოჩენის შემდეგ განიმუხტა და ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება მიეცათ. შეკრებილებს ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელი მაიზერ ნანავა ესაუბრა, თუმცა მან უარყო  ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოხდება შტატების შემცირება. ,, ამაზე საუბარი არ ყოფილა, მოვედი იმიტომ რომ გავსაუბრებოდი ამ ხალხს და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა აზრები, ახალი უფროსი ყავთ და ჭორებს აყვნენ, თითქოს მოხდება მათი გაშვება,, – განაცხადა მაიზერ ნანავამ. კეთილმოწყობის ცენტრის სამსახურის უფროსის მოადგილე მამუკა ციმინტიას თქმით კი ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანით მოხდება შემცირება ,,არ ვიცით არაფერი ჯერ, ყველა ამბობდა ქალაქში და მათ შორის თქვენც,  ჟურნალისტებიც, რომ შტატები გაბერილია და ვნახოთ, არ ვიცი რა და როგორ მოხდება, ვინ წავა, არაფერი არ არის ჯერ გარკვეული,, – განაცხადა მამუკა ციმინტიამ. 
ზუგდიდის კეთილმოწყობის ცენტრს თებერვლიდან ახალი უფროსი ყავს. ნოე პერტაია ამ თანამდებობაზე მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის რეაგირებისა და მონიტორინგის დეპარტამენტს ყოფილმა ხელმძღვანელმა დიმიტრი ფაცაციამ შეცვალა. დღეს აქციაზე მუშებთან ფაცაცია არ გამოჩენილა.კეთილმოწყობის ცენტრში ამ დროისთვის 250-მდე თანამშრომელი მუშაობს
 

სიახლეები

მიხეილ სააკაშვილი შეუძლოდ გახდა – პენიტენციური ამას წნევის ვარდნით ხსნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციურ დაწესებულებაში თავი შეუძლოდ წნევის დავარდნის გამო იგრძნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სპეციალურ...

მარკო რუბიომ ირაკლი კობახიძეს დაურეკა – ვინ როგორ აფასებს ზარს და რას ამბობს საუბრის შინაარსზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ესაუბრა, - ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ...

დააკავეს ფაშისტური იდეოლოგიის ჯგუფის 13 წევრი – 7 არასრულწლოვანია

შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თბილისში ჩატარებული კომპლექსური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად სხვადასხვა ნეონაცისტური დაჯგუფების...

ზელენსკი- კიევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს

იევი აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა, თუ ამას რუსეთიც გააკეთებს , - ამის შესახებ...