მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ოცნებამ დაავალა ყველა საჯარო მოხელეს 7 კაციანი სიის წარდგენა“- თენგიზ ჯგუშია არჩევნების...

„ოცნებამ დაავალა ყველა საჯარო მოხელეს 7 კაციანი სიის წარდგენა“- თენგიზ ჯგუშია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს

Published on

„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი  აცახდებს, რომ არჩევნების გაყალბება დაწყებულია, მან დღეს ჟურნალისტებს ის შეტყობინება გააცნო, სადაც საუბარია „წარსადგენ“ სიებზე. ჯგუშიას თქმით, ეს მესიჯი მას საჯარო მოხელემ მიწერა. „ოცნებამ დაავალა ყველა მოსამსახურეს 7 კაცის სია მიიტანოს მთავარ ოფისში. მონაცემები იწერება პირადობის ნომრითაც და ტელეფონის ნომრითაც და მზად არიან გადაუხადონ 100 ლარი ხმის სანაცვლოდ და ამ ადამიანებმა ხმა უნდა მისცენ შენგელიას,, – ეს იმ წერილის შინაარსია, რომელიც ჯგუშიამ მედიას წაუკითხა. ჯგუშიას თქმით, გაყალბების ავტორია გახარია და სცენარის შემსრულებელი მოწერელია.,,სამეგრელოს ხმის,, ლიდერი თენგიზ ჯგუშია აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბება დაწყებულია . მისი თქმით, გუბერნიის შენობიდან იწყება გაყალბება. ,,მე ვაპირებ ბრძოლას დამოუკიდებლად, აქ პარტიები იქმნებიან ერთი სახელის გარშემო.თენგიზ ჯგუშიას ზუგდიდის მერობა არ სურს. მე ვემზადებოდი 2020წლის არჩევნებისთვის.მეპულტე მაჟორიტარები ყავს ზუგდიდს პარლამენტში, მეტაშე, ტაბურეტკა მეტაშეები.მე ვემზადებოდი რომ სამეგრელოს ხმა ყოფილიყო პარლამენტში ოპოზიციური კონტექსტით. მთელმა მსოფლიომ ნახა ჩანაწერი, რომ მერი კორუფციულ გარიგებებშია გუბერნატირთან ერთად და არ იჭერენ.მერს, მანამ სანამ პირველ ტურში არ წააგო ოცნებამ. იმის შემდეგ რაც მოხდა, აქვს თუ არა ოცნებას მორალური უფლება დააყენოს აქ საკუთარი კანდიდატი? ,, – განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ. 

სიახლეები

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა

საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა. სახელმწიფოს...

ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...