მთავარისიახლეებიპოლიტიკა"არ მქონია არც ერთი პარტიისგან შემოთავაზება, არ გამოვრიცხავ დამოუკიდებლად ვიყარო კენჭი"- ზვიად...

“არ მქონია არც ერთი პარტიისგან შემოთავაზება, არ გამოვრიცხავ დამოუკიდებლად ვიყარო კენჭი”- ზვიად სიჭინავა

Published on

გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მმართველმა გუნდმა არჩევანი ზუგდიდში მერობის კანდიდატზე უკვე შეაჩერა და ის ზვიად სიჭინავა იქნება, თავად სიჭინავამ უარყო. "ოდიშინიუსთან " მან განაცხადა, რომ ამ დრომდე არც მმართველი გუნდიდან და არც ოპოზიციიდან შემოთავაზება არ მიუღია. "მე ველოდები ბოლო წუთამდე შემოთავაზებას ნებისმიერი პარტიიდან, ამ დრომდე არც ერთი ზარი არ განხორციელებულა და არ მქონია კონტაქტი არც ერთთან…არ გამოვრიცხავ, რომ დამოუკიდებლად ვიყარო კენჭი"- განაცხადა ზვიად სიჭინავამ. ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში ჩაერთვებოდა, მაგრამ 2017 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, დამოუკიდებელ კანდიდატად არ დარეგისტრირდებოდა. თუმცა დღეს ის არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოს.ზუგდიდში მერის არჩევნები მაისში გაიმართება.ვადამდელი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა დღის წესრიგში არჩეული მერის ლაშა გოგიას მიერ თანამდებობოდან წასვლის შემდეგ დადგა. ცნობილია, რომ "ევროპული საქართველო" იმ შემთხვევაში, თუ "ნაციონალური მოძრაობა" კანდიდატს დაასახელებს, საკუთარ კანდიდატს არ დააყენებს. ნაციონალურ მოძრაობაში კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებიათ, პარტიაში აცხადებენ, რომ რამდენიმე კანდიდფატი განიხილება, მათ შორისაა სანდრა-ელისაბედ რულოვსიც.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...