მთავარისიახლეებიპოლიტიკასერგი კაპანაძე ირაკლი კვარაცხელიას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანას ითხოვს

სერგი კაპანაძე ირაკლი კვარაცხელიას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანას ითხოვს

Published on

მნიშვნელოვანია ირაკლი კვარაცხელიას საქმესთან დაკავშირებით ჩატარდეს გამოძიება უსწრაფესად და რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შევიყვანოთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა სერგი კაპანაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
 
„მინდა გამოვეხმაურო ჩვენი თანამოქალაქის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მკვლელობის ფაქტს, ირაკლი კვარაცხელიას საქმეს, რომელიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოკლეს რუსეთის სამხედრო ბაზაზე, გალში.
 
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ როგორი რეაგირება იქნება ამაზე ხელისუფლების მხრიდან. ბუნებრივია, ყველას ინტერესია დადგინდეს სიმართლე. რომ ის ვერსია, რომელსაც ახლა ოკუპანტები ავრცელებენ, რომ თითქოს ამ ადამიანმა სამხედრო ბაზაზე თავი მოიკლა, იყოს შემოწმებული და დადგინდეს რეალურად რა მოხდა.
 
ამისთვის მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ჩვენს მხარეს გამოძიება, ოღონდ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად და არა ისე, როგორც ჩვევია ჩვენს ხელისუფლებას, როდესაც წლების განმავლობაში ხდება საქმეების თაროზე შემოდება.
 
მნიშვნელოვანია, ეს გამოძიება ჩატარდეს იმისთვის, რომ დადგინდეს არა მარტო ის, თუ ვისი გამოისობით მოკლეს ირაკლი კვარაცხელია, არამედ ისიც, თუ ვინ უშლის ხელს გამოძიებას.
 
მნიშვნელოვანია, რომ ახლა, ამ ერთხელ მაინც, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შევიყვანოთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. ერთი წელია, რაც ეს სია არსებობს, თუმცა აქამდე რუსეთის ფედერაციის არცერთი მოქალაქე, „ეფ-ეს-ბეს“ არცერთი წევრი და ოფიცერი, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება, არ ყოფილა ამ სიაში შეყვანილი. ახლა არის შანსი, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, საოკუპაციუო ჯარების წარმომადგენლები შევიყვანოთ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში,“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
 
ამასთან, მისი თქმით, კარგი იქნება თუ საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს, თუ როგორ ხდება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის როგორც ფორმირება, ისე ამ სიაზე მუშაობა.
 
„მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ამ სიას ეკიდებოდეს სერიოზულად და კარგი იქნება, თუ მთავრობის წარმომადგენელი მოვა პარლამენტში და ანგარიშს ჩააბარებს პარლამენტს, თუ როგორ ხდება პარლამენტის დადგენილებით მიღებული ამ სიის ერთი მხრივ, ფორმირება, შემდეგ მასში ახალი ადამიანების შეყვანა. აღსანიშნავია, რომ არცერთი ახალი ადამიანის შეყვანა არ მომხდარა მასში ბოლო ერთი წლის განმავლობაში. რა ხდება, რომ ეს სია გაზიარებული იყოს საერთაშორისო პარტნიორების მიერ?“ – განაცხადა სერგი კაპანაძემ პლენარულ სხდომაზე.

სიახლეები

ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია – ზაქრო გვიშიანი

დიშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ გამარჯვება მიაღწეულია - ოთხიდან ორ მედიკამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება...

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში – გრიგოლ გეგელია

საქართველოსკენ არავინ იყურება, ჩაფლულები ვართ ზარქუა-წილოსანის კორუფციულ ჭაობში - ასე ეხმაურება "ლელო- ძლიერი საქართველოს"...

როდესაც ერევანში ორ სკამზე ჯდომას ცდილობენ, არავისთვის არის მისაღები- ზახაროვა

სომხეთის ხელმძღვანელობა უნდა ჩამოყალიბდეს კურსთან დაკავშირებით, ქვეყანა ვერ შეძლებს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირსა და ევროკავშირს...

საქართველო არაა სკოლის მოსწავლე, საშემოდგომო გამოაყოლო და გამოსწორება მოსთხოვო-კობახიძე

აშშ-ს სახელმწიფო მდივანის, მარკო რუბიოს განცხადებაზე - "მათ გვკითხეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ...