მთავარისიახლეებიპოლიტიკაირაკლი კვარაცხელიას გატაცება და ძალადობრივი მოკვდინება ჩვენი სახელმწიფოსადმი დანაშაულია- პრეზიდენტი

ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და ძალადობრივი მოკვდინება ჩვენი სახელმწიფოსადმი დანაშაულია- პრეზიდენტი

Published on

პრეზიდენტის შეფასებით, ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და ძალადობრივი მოკვდინება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და ჩვენი სახელმწიფოსადმი დანაშაულია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა, ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.
 
მისი თქმით, ზურაბიშვილი ყველა ოფიციალურ შეხვედრას ამ თემაზე საუბრით იწყებს. ასევე, პრეზიდენტის შეხედულებით, ვინაიდან საქართველომ უარი თქვა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაზე, ახალი ფორმატის შექმნით პოლიტიკური დიალოგი უნდა დაიწყოს.
 
"პრეზიდენტის შეფასებით, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გატაცება და შემდეგ მისი ძალადობრივი მოკვდინება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა და დანაშაულია მიმართული საქართველოს სახელმწიფოს წინაშე. ის კიდევ ერთხელ უსამძიმრებს ოკუპანტების მიერ მოკლული ახალგაზრდის ოჯახს და სრულიად საქართველოს. ამასთან, პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე უნდა განიხილებოდეს. ამ თემის ფართოდ გასაჯაროებისთვის უნდა გამოვიყენოთ ყველა საერთაშორისო ტრიბუნა. პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია, შეიქმნას ახალი ფორმატი, რომელიც მოიტანს მაღალი პოლიტიკური დიალოგის წარმოების შესაძლებლობას. გვაქვს ფორმატები, სადაც რეალურად ტექნიკური საკითხები განიხილება და არ ხერხდება პოლიტიკური დიალოგის წარმართვა. სწორედ ასეთი ფორმატის შემუშავება მიაჩნია მას მნიშვნელოვნად და გარდა ამისა, ყველა შეხვედრა, რომელიც გაიმართება საქართველოს სახელით და ყველა მაღალი ტრიბუნა მიძღვილი უნდა იყოს სწორედ ამ თემისთვის. თავად პრეზიდენტი ყველა შეხვედრას ამ თემაზე საუბრით იწყებს. სწორედ მაშინ, როდესაც ეს უმძიმესი დანაშაულებრივი ფაქტი მოხდა, ის იმყოფებოდა სომხეთში ოფიციალური ვიზიტით და ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე – პრეზიდენტთან, პრემიერთან, ასამბლეის პრეზიდენტთან და ასევე სომხეთის ეკლესიის წინამძღოლთან სწორედ ამ საკითხზე საუბრით დაიწყო და მოუწოდა სომხეთის მხარეს, დაგმონ ეს ფაქტი. გარდა ამისა, ამ დღეებში გამართული ყველა შეხვედრა, მათ შორის გუშინ ჩინეთის ელჩთან, ამ საკითხით გახსნა. ესაა გამოსავალი, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა სამხედრო დაპირისპირებაზე და პოლიტიკური დიალოგი მუდმივად, პერმანენტულად უნდა იმართებოდეს. ახალ ფორმატთან დაკავშირებით მუშაობა დაწყებულია, თუმცა ჯერ ეს საწყისი ეტაპია. ეს არ იქნება არაფრის ალტერნატივა, რადგან პრეზიდენტს მიაჩნია, რომ გამოყენებული უნდა იქნას ყველა არსებული ფორმატი, თუმცა მისი აზრით, ჟენევის ფორმატი არ პასუხობს იმ მოთხოვნას, რაც დღეს საქართველოს სჭირდება", – განაცხადა მოისწრაფიშვილმა.

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...