მთავარისიახლეებიპოლიტიკავანო ზარდიაშვილი კლანს ,,შავმაიკიან''არასამთავრობოებში ხედავს, ოპოზიცია მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

ვანო ზარდიაშვილი კლანს ,,შავმაიკიან”არასამთავრობოებში ხედავს, ოპოზიცია მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

Published on

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი არასამთავრობო სექტორს დაუპირისპირდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, შესვენების გამოცხადების შემდეგ, ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ მესამე სექტორის საზოგადოებაში დამახინჯებულ აზრს მიზანმიმართულად ავრცელებს.
 
მისი თქმით,  ე.წ. კლანი არასამთავრობო სექტორში აქვს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“.
 
„ეს არის თქვენი რეალობა, თქვენი ჭეშმარიტი სახე. აი, კლანი უნდა წავიდეს. ჰკითხეთ ამ „შავრაზმელებს“, შავი მაისურები რომ აცვიათ, ბოდიში, ცუდად გამომივიდა. ჰკითხეთ, შავი მაისურები ვისაც აცვია, რამდენ ადამიანს ჰქონდა შეხება საია-სთან, რამდენ ადამიანს აქვს ფესვები საია-სთან. არასამთავრობო სექტორში ძირითადად წარმოდგენილები არიან ან საია-დან, ან მასთან დაკავშირებულ პირებთან. ეს ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია მთლიანობაში წარმოადგენს ერთ საერთო NGO-ს. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახელი ჰქვიათ, მათ აქვთ ერთი ფესვი და ეს არის საია. მათ აქვთ ერთი იდეოლოგია. პრეზიდენტი მარგველაშვილი მოსამართლეებს წარადგენდა მხოლოდ საია-ს რეკომენდაციით და პრეტენზია არავის ჰქონდა. საზოგადოებას განაწყობთ ნეგატიურად“,- აღნიშნა ვანო ზარდიაშვილმა.
 
 
 
სხდომაზე პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ელენე ხოშტარიამ დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
 
როგორც ხოშტარიამ განაცხადა, ზარდიაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს „შავმაიკიანი შავრაზმელი“ ეძახა, რისთვისაც მას საჯაროდ ბოდიში უნდა მოეხადა.
 
თავის მხრივ, ზარდიაშვილმა განმარტა, რომ მას ასეთი ფრაზა არ გამოუყენებია, თქვა სიტყვა „შავმაიკიანი“, რაც არ უნდა ეთქვა და ამისთვის ბოდიში იქვე მოიხადა.
 
ცნობისთვის, სასამარლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ვანო ზარდიაშვილი და „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ წარმომადგენელი ოლიკო შერმადინი შეკამათდნენ. შეკამათებას შესვენების დროს ჰქონდა ადგილი

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...