მთავარისიახლეებიკონფლიქტებიგანცხადება ბრიუსელიდან: ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედმიწევნით, გამჭვირვალედ და სწრაფად...

განცხადება ბრიუსელიდან: ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედმიწევნით, გამჭვირვალედ და სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული

Published on

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას შესახებ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა.
 
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევა. ბოლო შემთხვევა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ზედმიწევნით, გამჭვირვალედ და სწრაფად უნდა იქნეს გამოძიებული. ის, რაც მოხდა კიდევ ერთი დასტურია იმისა თუ რა ხდება და ეს მიუღებელია“, – განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
 
ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვლილი 28 წლის ირაკლი კვარაცხელია სენაკში გუშინ დაკრძალეს.
 

სიახლეები

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...

მაღალჩინოსნების მოადგილეები სახელფასო დანამატებს და პრემიებს მიიღებენ

ახალი კანონპროექტით, რომელიც პარლამენტის საიტზე უკვე დარეგისტრირდა, მაღალჩინოსნების მიადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს...