მთავარისიახლეებიპოლიტიკაპარტიის - „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე და გენერალური მდივანი ამერიკელ დიპლომატებს შეხვდნენ

პარტიის – „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე და გენერალური მდივანი ამერიკელ დიპლომატებს შეხვდნენ

Published on

პარტიის – „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი და გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
 
 შეხვედრის ინიციატორი დიპლომატიური წარმომადგენლობა იყო.
 
თაკო ჩარკვიანის თქმით, შეხვედრაზე ქვეყნის წინაშე არსებულ საშინაო და საგარეო გამოწვევებს, მათი დაძლევის გზებს და ასევე, პარტიის სტრატეგიულ გეგმებზე ისაუბრეს.
 
ამასთან, ამერიკელ დიპლომატებს პარტიის წარმომადგენლებმა პარტიის შექმნის მიზნები და სტრატეგიული გეგმები გააცნეს.
 
 
შეგახსენებთ: პარტიის – „კანონი და სამართალი“ დამფუძნებელი ყრილობა 10 მარტს გაიმართა. პარტიის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანია, გენერალური მდივანი – ირაკლი ღლონტი, აღმასრულებელი მდივანი – მიხეილ რამიშვილი, პოლიტიკური მდივანი კი – გიორგი ცობეხია.
 
პარტია მემარჯვენე-ცენტრისტულია და ის თანამშრომლობას გაერთიანებულ ოპოზიციასთან გეგმავს.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...