მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: “რუსების ფილმში, ნიკოლას ქეიჯს გიჟად უნდა წარმოვეჩინე, მაგრამ როლზე უარი...

მიხეილ სააკაშვილი: “რუსების ფილმში, ნიკოლას ქეიჯს გიჟად უნდა წარმოვეჩინე, მაგრამ როლზე უარი თქვა. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაწერენ ჩემზე, საჭიროა შედეგებისთვის ბრძოლა – ამაშია ცხოვრების არსი

Published on

“რუსების ფილმში, ნიკოლას ქეიჯს გიჟად უნდა წარმოვეჩინე, მაგრამ როლზე უარი თქვა. ჩემს შესახებ უკვე რამდენიმე ფილმია გადაღებული. მაგალითად, პუტინმა გადაიღო ჩემსა და ტიმოშენკოს შესახებ ფილმი. ამერიკელებმა გადაიღეს ჰოლივუდური ბლოკბასტერი, სადაც ჩემს როლს მსახიობი ენდი გარსია ასრულებს. რუსებს უნდა გადაეღოთ კიდევ ერთი ფილმი, სადაც ჩემი როლი ნიკოლას ქეიჯს უნდა შეესრულებინა, თუმცა ბოლო მომენტში ქეიჯმა უარი თქვა, რადგან მათ სურდათ, სრულიად გიჟი წარმოვეჩინე.
 
 
ფილმი ბევრია, მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ მაჩვენებენ და საერთოდ, რა დაიწერება ჩემზე. ეს მართლა ასეა. გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის მთავარია, რომ დღესვე ვნახო შედეგები. რა მნიშვნელობა აქვს, რას დაწერენ ჩემზე. მაინც არ წავიკითხავ ამას და არც ვნახავ. მინდა, დღესვე თქვენთან ერთად ვნახო შედეგები, დავტკბე ამ შედეგებით და დავიწყო შემდეგ შედეგების მიღწევა. ამაშია ცხოვრების არსი, საჭიროა მოძრაობა  არსებობისთვის, შედეგებისთვის ბრძოლა და იმისთვის, რომ სწორად გამოვიყენოთ ჩვენი დრო ”
ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დმიტრი გორდონთან ინტერვიუში თქვა. 
 

სიახლეები

ევროკავშირის ახალი დოკუმენტი საქართველოს ტერიტორიიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვს

Radio Free Europe/Radio Liberty-ს მიერ ნანახი ევროკავშირის ახალი დოკუმენტი იმ დათმობების შესახებ, რომლებიც რუსეთმა...

ოცნების დეპუტატი-კაია კალასი საქართველოს დაუძინებელი მტერია

კაია კალასი საქართველოს მოწინააღმდეგე ადამიანია. სხვა განცხადებებს როგორს აკეთებს? - საქართველოს საწინააღმდეგოს. კაია კალასს...

ზელენსკი- ტერიტორიების დათმობას მხარს ვერ დავუჭერ

ბრიტანელ ჟურნალისტთან, პირს მორგანთან ინტერვიუში კითხვაზე, დაუთმობს თუ არა უკრაინა რუსეთს ტერიტორიას სამშვიდობო შეთანხმების...

დაკავებულია 29 პირი-სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბოლო დღენახევრის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული რამდენიმე ღონისძიების შედეგად...