მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში - ქართულ დელეგაციაში თეა წულუკიანიც იმყოფება

პრეზიდენტის ვიზიტი სომხეთში – ქართულ დელეგაციაში თეა წულუკიანიც იმყოფება

Published on

პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სომხეთში. სალომე ზურაბიშვილი ერევანში სომეხ კოლეგას პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება. დაგეგმილია შეხვედრები რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე არარატ მირზოიანთანაც.
 
სახელმწიფო დელეგაციაში დეპუტატებთან ერთად, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება.
 
„დღეს პირველი შეხვედრა იქნება ორ პრეზიდენტს შორის შემდეგ იქნება სამუშაო სადილი პრემიერთან, შემდეგ საღამოს კვლავ იქნება ოფიციალური მიღება პრეზიდენტის სახელით, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სომხეთის კათალიკოსთან შეხვედრა,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ლაშა ჟვანიამ
 
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში გიორგი საგანელიძე აცხადებს, რომ ვიზიტი უმნიშვნელოვანესია, რადგან ეს შეხვედრები ქართულ და სომხურ მხარეს საშუალებას მისცემს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობა გააღრმავოს

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...