მთავარისიახლეებისამართალინიკა მელია: გიორგი გახარია აუცილებლად გაუცვლის ადგილს დათო კირკიტაძეს

ნიკა მელია: გიორგი გახარია აუცილებლად გაუცვლის ადგილს დათო კირკიტაძეს

Published on

გიორგი გახარია აუცილებლად გაუცვლის ადგილს დათო კირკიტაძეს, – გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განუცხადა.
 
მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ დღეს მოსამართლე დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას შეუცვლის.
 
„ხედავთ რა რაოდენობის, ასობით პოლიციელი ჰყავთ მობილიზებული გურჯაანის რაიონული სასამართლოს ეზოში. ამ რაოდენობით თუ ვიხელმძღვანელებთ, არავინ აპირებს კირკიტაძის გარეთ გამოშვებას. ამით ხაზს უსვამენ შემდეგს: მინდა გამოვუშვებ, მინდა დავტოვებ. ის არგუმენტი, რომ თითქოს, კირკიტაძე მიიმალება და საზღვარგარეთ შეაფარებს თავს, ვის სჯერა ამის, გარდა „ქართული ოცნების" მაღალი თანამდებობის პირებისა? როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი პროცესი, არც თუ ისე შორეულ მომავალში, ის ადამიანი, ვინც კირკიტაძეს არ უშვებს და ეს არ არის მოსამართლე, ეს არის გახარია, აუცილებლად გაუცვლის ადგილს დათო კირკიტაძეს.
 
ძალიან კარგად აცნობიერებს გახარია, თუ რა ძალა არის დათო კირკიტაძე ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის. თუ მოხდა რამე საოცრება და მოსამართლემ რაღაცნაირად თავი დააღწია გახარიას წნეხს, გამიხარდება", – აცხადებს მელია.
 
ამ წუთებში სასამართლოს დარბაზთან, სადაც დავით კირკიტაძის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, პოლიტიკოსები არიან შეკრებილი. მათ შორის არიან: გრიგოლ ვაშაძე, ზაალ უდუმაშვილი, გიგი უგულავა, ოთარ კახიძე, სერგი კაპანაძე, ირმა ნადირაშვილი, რომან გოცირიძე და სხვები.

სიახლეები

სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ცოტა ხნის წინ მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. არსებული...

დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი “ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირას ჩამოვა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომდევნო კვირის დასაწყისში თბილისში იქნება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა,...

გერმანიაში უკრაინისთვის AI-ტექნოლოგიით აღჭურვილი 5 000-ზე მეტი დრონის წარმოება დაიწყო

გერმანიაში, მიუნხენის მახლობლად უკრაინისთვის 5 000-ზე მეტი საშუალო და შორ მანძილზე მოქმედი საბრძოლო დრონის...

თბილისში მიკროავტობუსი მოიპარეს- დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით,...