მთავარისიახლეებიპოლიტიკაგურჯაანის სასამართლოსთან, სადაც დავით კირკიტაძის პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა

გურჯაანის სასამართლოსთან, სადაც დავით კირკიტაძის პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდამცავთა განსაკუთრებული მობილიზებაა

Published on

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაკავებული ლიდერის, დავით კირკიტაძისა და ვალერი მუსაევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, დიდი რაოდენობით სამართალდამცავია არიან მობილიზებული.
 
სასამართლოს ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200-მდე საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.
 
გასულ სასამართლო პროცესზე დავით კირკიტაძის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, რომლის მიხედვითაც ის 15 000 მოქალაქისა და პარლამენტის 27 წევრის პირადი თავდებობით მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას ითხოვდა. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ ის სათანადოდ მომზადებული არ იყო.
 
როგორც ადვოკატმა პროცესის შემდეგ განმარტა, ეს განცხადება მოსამართლისგან გამოწვევა იყო და შემდეგ სასამართლო პროცესზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდებოდა აბსოლუტური უმრავლესობა იმ პარლამენტარებისა და ადამიანებისა, ვინც კირკიტაძეს პირადად უდგება თავდებში.შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
 
აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
 
რაც შეეხება მეორე პირს, ვალერი მუსაევს, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
 
საქმე ეხება პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, სოფელ ველისციხესთან მომხდარ დაპირისპირებას.

სიახლეები

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...

ადვოკატი-ვიღაცას აწყობდა, მიჩქმალულიყო გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმეზე გამოძიება

გავრცელებული იყო ვერსია, თითქოს, მეწყერი ჩამოწვა და მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე. რაც უფრო მეტად...

ზელენსკის თქმით, რუსეთი არჩევნების შემდგომ ასობით ათასი მოქალაქის მობილიზაციას გეგმავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ანგარიშზე დაყრდნობით აცხადებს, რომ...