მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიზნესი სახელისუფლებო წნეხის ქვეშ - "ომეგას" და TBC-ის შემდეგ ზეწოლაზე სხვა ბიზნესმენებიც...

ბიზნესი სახელისუფლებო წნეხის ქვეშ – “ომეგას” და TBC-ის შემდეგ ზეწოლაზე სხვა ბიზნესმენებიც ღიად ალაპარაკდნენ

Published on

„ომეგას“ და „თიბისის“ შემდეგ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე სხვა ბიზნესმენებიც ალაპარაკდნენ. მათ შორის არის თამაზ ელიზბარაშვილი. რამდენიმე დღის წინ მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებით დაემუქრა.
 
P.S-თან ინტერვიუში თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ უამრავი ისეთი საქმე აქვს, რომლითაც ყველას, მათ შორის ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს დაარწმუნებს, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალი არ არის.
 
ელიზბარაშვილი“ ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკავებული იყო. დღეს ყველა ბრალდებაში გამართლებულია და ამბობს, რომ გირაოს სახით გადახდილი 6 მილონი ლარის დასაბრუნებლად „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში დიდი ბრძოლა მოუხდა, მაგრამ სრულად მაინც ვერ დაიბრუნა.
 
სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანია „ელიზის“ ყოფილი ხელმძღვანელი  ღიად აცხადებს, რომ სიგარეტის დაბეგვრის ახალი კანონი პირდაპირ ურტყამს იმ ბიზნესს, რომელსაც ახლა მისი ოჯახის წევრები და ნათესავები მართავენ. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის რამდენჯერმე გაზრდა იმ ფონზე, როდესაც პოლიცია სიგარეტის კონტრაბანდას ვერ უმკლავდება ლეგალურ ბიზნესს დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს.
 
გასულ კვირას ელიზბარაშვილის გარდა ვიდეომიმართვა კიდევ ერთმა ბიზნესმენმა გაავრცელა. "ფრესკოს" დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ, ხელისუფლება ზეწოლაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რამდენიმე წელია კომპანიაში ფინანსური პოლიციაა შესული. ის აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშაა.
 
ბიზნესმენები ყვებიან, რომ მთავრობამ მათ გამოსავალი არ დაუტოვა, რადგან ყველა რგოლი, რომელმაც მათი პრობლემები უნდა მოაგვაროს, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მათ წინააღმდეგ მოქმედებს, მათ შორის სასამართლო სისტემაც. 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...