მთავარისიახლეებიპოლიტიკაგუგული მაღრაძის თქმით, ყველაზე დაბალფასიანი სიგარეტი 8 ლარი ...

გუგული მაღრაძის თქმით, ყველაზე დაბალფასიანი სიგარეტი 8 ლარი გახდება, ამასობაში კი კონტრაბანდა იფურჩქნება

Published on

გუგული მაღრაძის თქმით,  სიგარეტის ფასის ზრდა მთელი წლის მანძილზე იგეგმება და მისი მიზანია საქართველოში სიგარეტის ფასი ევროუპულ ფასებს გაუტოლდეს, სადაც ქართულ ლარში სიგარეტის მინიმალური ფასი 8 ლარია! 
 
 “სიგარეტის ფასი უნდა გაუტოლდეს ევროპულ ფასებს ყველაზე დაბალ ფასიანი სიგარეტი 8 ლარი უნდა გახდეს წლის ბოლომდე.  ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. მოსახლეობის ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია” – აცხადებს იგი 
 
 
დღეს  კი საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა.
 
"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინეს.
 
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ თბილისში, დანაშაულში მხილებული პირების საცხოვრებელი ბინიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი ე.წ. ელექტრო სიგარეტი IQOS-ისთვის განკუთვნილი „HEETS“-ის ფირმის 2 890 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი. ამოღებული პროდუქციის საერთო საბაზრო ღირებულება 15 000 ლარს აღემატება.
 
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით" – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

ნეპალში დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა — მიწისძვრა სინამდვილეში მყინვარისა და მთის ჩამოშლა აღმოჩნდა

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფის მასშტაბი იზრდება. ბოლო მონაცემებით, მხოლოდ ნეპალში 469 ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული,...

საქართველოში ზედიზედ ორი მიწისძვრა მოხდა

რამდენიმე საათის ინტერვალით საქართველოში დღეს ორი მიწისძვრა მოხდა: დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური...

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა

მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...

ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ

ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...