მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინაში არსებული კრიზისის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

აშშ-ს პრეზიდენტმა უკრაინაში არსებული კრიზისის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

Published on

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინაში არსებული კრიზისის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
 
„აღნიშნულ განკარგულებებში მოცემული ქმედებები და პოლიტიკა კვლავ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებისთვის. ამიტომაც, ერთი წლით ვახანგრძლივებ სასანქციო რეჟიმის დებულებებს, რომელიც #13660 განკარგულებაშია მოცემული“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ განმარტებით ბარათში.
 
საუბარია რუსეთისთვის დაწესებულ შემზღუდავ ზომებზე, რომელიც დაწესებული იყო 2018 წლის 20 სექტემბერს და 2014 წლის 6 მარტს, 16 მარტს, 20 მარტს და 19 დეკემბერს ყირიმში არსებული ვითარების გამო.
 
„იმ პირების ქმედებები და პოლიტიკა, რომლებიც ძირს უთხრიან უკრაინაში დემოკრატიულ პროცესებსა და ინსტიტუტებს, საფრთხეს უქმნიან უკრაინის უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნავენ თეთრ სახლში.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...