მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ეს იყო მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების, სხვა ყველაფერი არის...

„ეს იყო მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების, სხვა ყველაფერი არის ტყუილი. წერტილი.” – აცხადებს გიორგი გახარია, რომელიც მამუკა ხაზარაძემ მუქარაში ამხილა

Published on

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს უპასუხა.
 
ხაზარაძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არცევნების მეორე ტურის წინ შს მინისტრისგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.
 
გახარიამ კი ხაზარაძის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყველა აგებს პასუხს როგორც ვალდებულებეზე ისე საკუთარ სიტყვებზე:
 
„ეს იყო ერთი პლივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების,  სხვა ყველაფერი არის ტყუილი. წერტილი. მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და პირში ყველას, მათ შორის იმ ხალხსაც ვისთანასც საქმიანი ურთიერთობა მაქვს. პრივილეგირებულობა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს, ბიზნესში, შანტაჟის ენით საუბარუ უნდა გაქრეს, ყველას მოუწევს პასუხი აგოს როგორც თავის ვალდებულებებზე ისე თავის სიტყვებზე“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
 
გიორგი გახარია აცხადებს რომ „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში მისვლისთვის მზად არის.
 

„რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, არაერთხელ მივსულვარ. ამ საქმესთან დაკავშირებითაც დიდი სიამოვნებით მივალ… – განაცხადა მან  

სიახლეები

ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%,...

საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო...

რუსეთმა თბილისს ოკუპირებული რეგიონების რეჟიმებთან თავდაუსხმელობაზე შეთანხმებისკენ მოუწოდა

რუსულმა მხარემ ჟენევაში გამართული საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში საქართველოს ე.წ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან თვითგამოცხადებულ...

უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 126 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...