მთავარისიახლეებიპოლიტიკამინისტრმა გიორგი გახარიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მამუკა ხაზარაძეს მუქარის...

მინისტრმა გიორგი გახარიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ მამუკა ხაზარაძეს მუქარის წერილი გაუგზავნა

Published on

მამუკა ხაზარაძემ რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში იმ მაღლჩინოსნის ვინაობა დაასახელა, ვისგანაც წერილი მიიღო და ვინც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ემუქრებოდა –  „მუქარის წერილი იყო შს მინისტრისგან, ბატონი გახარიასგან“ –  განაცხადა მან. 
 
„ჩვენ ნამდვილად არ ვართ პოლიტიკოსები და არ ვაპირებთ წერილების ფრიალს, მაგრამ იმდენად მნიშვნელოვანია. არ გვინდა პოლიტიკურ დებატებში ჩავერიოთ. გვინდა დაგვეხმაროთ , რომ შეიქმნას სიმშვიდე და გავაგრძელოთ საქმიანობა.
 
წერილი იყო შს მინისტრისგან მოწერილი, ბატონ გახარიასგან. ეს არის მუქარის წერილი, რაღაცის შესრულების საფასურად, რომელიც ჩვენ არ გავაკეთეთ და არც გავაკეთებთ “- განაცხადა ხაზარაძემ.
 
საუბარია წერილზე, რომელშიც ხაზარაძე  პირდაპირი მუქარით ეუბნებოდა, დაანგრევდა მის  რეპუტაციას  ადგილზეც და საერთაშორისო ასპარეზზე,  თუკი  არათუ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობიდან,  საბჭოდანაც  მთლიანად არ წავიდოდა. წერილის შინაარსი  მამუკა ხაზარაძემ დღეს გაახმაურა  პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატები მას და ბანკის კიდევ ერთ დამფუძნებელს ბადრი ჯაფარიძეს უსმენენ.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...