მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინა ივანიშვილი ხალხს ეუბნება, რომ ისინი არიან მონები - სააკაშვილი

ბიძინა ივანიშვილი ხალხს ეუბნება, რომ ისინი არიან მონები – სააკაშვილი

Published on

ბიძინა ივანიშვილი ხალხს ეუბნება, რომ ისინი არიან მონები – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის რომში, ქართველ ემიგრანტებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. მისი თქმით ყველა ის ქმედება, რასაც ბიძინა ივანიშვილი დგამს, მიმართულია იმისკენ, რომ მან ხალხი დაამციროს.
 
„თქვენ ნახეთ ეს მოცურავე ხეები. გუშინ კიდევ გადათხარეს ერთი ნაწილი საქართველოსი. არ არის ივანიშვილი ისეთი სულელი, რომ არ იცოდეს, რომ ამითი ამცირებს ჩვეულებრივ ადამიანებს. არც ისეთი გიჟი არ არის. არ შეიძლება მან არ იცოდეს, რომ ხეების ამოთხრით, თავის ეზოში გადარგვით, გზების გადაჯეჯგვით ათასგვარი სხვა მანიპულაციებით ის ამცირებს ხალხს და ეუბნება, რომ თქვენ არა ხართ არავინ. მაგრამ ის ამას აკეთებს შეგნებულად. ის გეუბნებათ, რომ თქვენ არ ხართ არავინ. თქვენ ხართ მხოლოდ ერთადერთი რამე. თქვენ შეიძლება იყოთ ჩვენი მონები. ეს არის ცალკე ფსიქოლოგია და ცალკე მართვის ტექნოლოგია, რომ ხალხი არის იმისთვის, რომ იყვნენ მონები,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
შეხვედრას ესწრებოდა ქართველი ემიგრანტი გერმანიიდან ექიმი იაგო ფრანგიშვილი. სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, მანაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ხდება ქართველი ერის დამონება და ყველა ის, ვინც არ ჩაიცვამს 41-ნომრიან მაისურს, ბიძინა ივანიშვილის დევნის ობიექტი ხდება.
 
„ერთი საუკეთესო ძალა, რითიც მონობა შეიძლება დაამარცხო, არის ძალიან მარტივი, უნდა თქვა რომ არა ვარ მონა,“-განაცხადა იაგო ფრანგიშვილმა.
 
სიტყვით გამოსვლისას იაგო ფრანგიშვილმა და მიხეილ სააკაშვილმა საქარველოში მედიკამენტებზე არსებულ მაღალ ფასზეც ისაუბრეს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, წამლების გაძვირება ივანიშვილის სააფთიაქო ქსელის გავლენით მოხდა 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...