მთავარისიახლეებიპოლიტიკათუ ივანიშვილი დარჩა, ჩვენ მივიღებთ ორმილიონიან პენსიონერებით და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას-მიხეილ სააკაშვილი

თუ ივანიშვილი დარჩა, ჩვენ მივიღებთ ორმილიონიან პენსიონერებით და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას-მიხეილ სააკაშვილი

Published on

"თუ ივანიშვილი დარჩა 2020 წლამდე და ღმერთმა არ ქნას იმის შემდეგ,  ჩვენ მივიღებთ ორმილიონიან პენსიონერებით და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას," -ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რომში, ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრისას გააკეთა. მისი თქმით, 2012 წლიდან საქართველო 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით დღეს საქართველო ეკონომიურად დგას ემიგრანტების მიერ გადარიცხულ ფულსა და მის მიერ შექმნილ ტურიზმზე.
 
"საქართველო დგას ორ რაღაცაზე – იმაზე რაც მე დავუტოვე, ეს არის ტურიზმი და მეორე, დგას ორნახევარი მილიარდიდან სამ მილიარდ დოლარამდე, რომელსაც თქვენ გადარიცხავთ. თან რა გადარიცხვაა ეს, რომ იცით რომ წელებზე ფეხს იდგამთ. თქვენ ხომ იცით, რომ ბოლო კაპიკებს იკლებთ თქვენ და ვის ურიცხავთ? მე ვიცნობ არაერთ ქალბატონს ვისაც შვილები და შვილიშვილები ჰყავთ საქართველოში და ვერ ჩამოუყვანია და აქედან ინახავს. რა თქმა უნდა აქ არის ის ხალხი, რომელიც ჩემ დროსაც წამოვიდა მაგრამ ჩვენ დროს 8 წლიდან, 6 წელი იყო პოზიტიური მიგრაციული ბალანსი. უფრო მეტი ბრუნდებოდა ვიდრე ბრუნდებოდა. ერთი მილიონი ადამიანი არის წამოსული 2012 წლის შემდეგ საქართველოდან. ჩვენ ჩვენი გეგმა იყო რომ მიგრაციულად საქართველო ყოფილიყო მინიმუმ ხუთ ნახევრიანი ქვეყანა ისევ. ამის ნაცვლად ჩვენ ვიღებთ, თუ ივანიშვილი დარჩა 2020 წლამდე და ღმერთმა არ ქნას იმის შემდეგ  ჩვენ მივიღებთ ორმილიონიან პენსიონერებით და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას. პლუს შემოყვანილ მუშახელს სხვადასხვა ღარიბი ქვეყნებიდან, რომლებსაც არაფერი არ აკავშირებთ საქართველოსთან გარდა იმისა, რომ ისინი იქნებიან ერთი ოლიგარქის ბიზნესის ნაწილი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...