მთავარისიახლეებისაზოგადოება4 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს

4 მარტიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს

Published on

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს და ხვალ საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, 4 მარტიდან კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს და  6 მარტის ჩათვლით  უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა მომატებას დაიწყებს, რაც რამდენიმე დღე გაგრძელდება
 
„ხვალ მთაში თოვლის სახით ნალექის ინტენსივობა შესუსტდება და დღის მეორე ნახევარში დედაქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოში დასავლეთის მიმართულების ქარი გაძლიერდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღეს და ხვალ დაბლობში +4,+9 გრადუსი იქნება, მთიან რაიონებში 0,+5, მაღალ მთაში კი -5,0.
 
ზუგდიდში ხვალ და ზეგ ღრუბლიანობაა მოსალოდნელი.
 
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას,  წუხელ ზუგდიდში  -3 გრადუსი იყო, დღეს +9 გრადუსია, ამაღამ, 4 მარტს  -1 გრადუსი იქნება, ხვალ დილიდან კი + 9 გრადუსი; 5 მარტს ღამით +2 გრადუსი, დღისით +14 გრადუსი, 6 მარტს ღამით +4 გრადუსი, დღისით +16 გრადუსი 
 
 

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...