მთავარისიახლეებისამართალიელენე ხოშტარია: დეკანოზი გიორგი მამალაძე უსამართლობის მსხვერპლია. ეს უკვე ...

ელენე ხოშტარია: დეკანოზი გიორგი მამალაძე უსამართლობის მსხვერპლია. ეს უკვე შანტაჟისა და ტყვეობის სახეს იძენს

Published on

 
 ფაქტია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე  არის რაღაც უსამართლობის მსხვერპლი. -განაცხადა  ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ დეკანოზის საავადმყოფოში მონახულების შემდეგ.  – ამ ბურუსით მოცულ საკითხში არცერთი ადეკვატური პასუხი არ მიგვიღია და მეტიც, ჩვენ რასაც ვისმენთ, ეს რაღაც შანტაჟის და ტყვეობის სახეს იძენს უკვე. რა თქმა უნდა, ამ მდგომარეობაში, როცა საფრთხის ქვეშ არის მისი ჯანმრთელობა, მინდოდა, რომ საავადმყოფოში მენახა, რომ ზუსტად ვნახო, როგორ გრძნობს თავს.
 
პრაქტიკულად, შანტაჟია ჩვენ რაც მოვისმინეთ, რაღაცას თუ იტყვის, მაშინ შევიწყალებთ. საერთოდ, ჩემი საქმე არ არის საპატრიარქოს წესები როგორ მოქმედებს, მაგრამ ადამიანურადაც აბსოლუტურად გაუგებარია. საპატრიარქო გვერდზე რომ გადავდოთ, სახელმწიფო როგორ შეიძლება რომ ასეთ თამაშებში შედიოდეს და გარიგებებში შედიოდეს და ასე ისჯებოდეს ადამიანი, ვისი ინტერესიც არ უნდა იყოს, ეს ჩემთვის აბსოლუტურად წარმოდგენილია. ”
 
 
. დეკანოზი ამ დრომდე სასჯელაღსრულების მე-18 დაწესებულებაში, ციხის საავადმყოფოში, რჩება.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...