მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზოგადოება "ზუგდიდელის" დამფუძნებელი მურმან ნაჭყებია სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგია

საზოგადოება “ზუგდიდელის” დამფუძნებელი მურმან ნაჭყებია სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგია

Published on

ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგია საზოგადოება „ზუგდიდელის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მურმან ნაჭყებია. მისი თქმით, პროექტი ერთიან არქიტექტურულ სივრცეს უნდა მოიცავდეს, სადაც სასტუმრო არანაირად არ ჯდება:„ეს პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ერთ არქიტექტურულ სივრცეში:ბულვარის შეერთებას,ბოტანიკურ ბაღთან,მშენებარე თეატრს,სასტომროს კომპლექსს დადიანების სასახლესა და ნიკოსეულს სახლს.მართლაც ეს დიდი კომპლექსი უნდა იყოს უცხოელ ტურისტებისათვის რეალურად მიმზიდველი. იქ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება სასტუმროს მშენებლობა. ტურისტებისთვის მისაზიდი ადგილი უნდა იყოს და უნდა შეიქმნას ერთიანი კომპლექსი მხოლოდ“- განაცხადა „ოდიშინიუსთან“ მურმან ნაჭყებიამ. მისი თქმით, საზოგადოება „ზუგდიდელი“ აქტიურად მონაწილეობდა 2011 წელს ქალაქის განვითარების გეგმის შედგენაში. ეს გეგმა, როგორც ნაჭყებია აცხადებს, სწორედ ამ არქიტექტურული სივრცის მოწყობას ითვალისწინებდა. ზუგდიდში, სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე კომპანია m2-ის მიერ სასტუმროს მშენებლობის თემას აზრთა სხვადასხვაობა მოყვა, ნაწილი სასტუმროს აშენების მომხრეა, ნაწილი კი წინააღმდეგი.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...