მთავარისიახლეებიპოლიტიკასვანეთის მოსახლეობა სოფელ იელში ოქროს საწარმოო წესით მოპოვებას აპროტესტებს

სვანეთის მოსახლეობა სოფელ იელში ოქროს საწარმოო წესით მოპოვებას აპროტესტებს

Published on

სვანეთის მოსახლეობა მესტიის სოფელ იელში ოქროს საწარმოო წესით მოპოვებას აპროტესტებს. მათი განმარტებით, ოქროს მოპოვების ქიმიური მეთოდები საფრთხეს უქმნის სვანეთისა და სხვა რეგიონების ეკოლოგიასაც.
 
სვანეთის მოსახლეობა მთავრობას მიმართავს თხოვნით ოქროს მომპოვებელ კომპანია "ოპტიკალ სისტემს ინკს" 2006 წელს გაცემული ლიცენზია შეუჩეროს. ამ ეტაპზე გარემოს დაცვის სამინისტროში კომპანიისთვის საწარმოს აშენების ნებართვის გაცემის პროცედურა მიმდინარეობს.
 
ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ' მესტიის სოფელ იელში აქტიური სამუშაოები 2016 წლის გაზაფხულზე დაიწყო, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, მუშაობა შეაჩერა.
 
„ოპტიკალ სისტემს ინკ“- მა სოფელ იელში კეთილშობილი ლითონების შესწავლა-მოპოვების მიზნით 15-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2005 წელს მიიღო. სალიცენზიო ტერიტორიის ფართობი 390 კვადრატურლი კილომეტრია
 

სიახლეები

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...

თბილისში, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სტუდენტის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...