მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია: "ჩემი ამოცანა გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდების ხილვა არ არის...

ეკა ბესელია: “ჩემი ამოცანა გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდების ხილვა არ არის -ვინ იყო ის, ვინც თავდაპირველად გაავრცელა ინტერნეტში ჩემი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები?”

Published on

"ჩემი ამოცანა გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდების ხილვა არ არის" – ასე გამოეხმაურა პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე დაკავებულ 16 ახალგაზრდის საქმეს. 
 
 
ეკა ბესელია წერს, რომ მისი მთავარი კითხვა გამოძიების მიმართ კვლავაც უცვლელია – ვინ იყო ის, ვინც თავდაპირველად გაავრცელა ინტერნეტში მისი პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერები. 
 
"მოკლედ, ვეხმიანები იმ ისტორიას, რომელიც ჩემთვისაც ძალიან ემოციური იყო – უკანონო ჩანაწერების გავრცელების გამო რამდენიმე ახალგაზრდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. ისტორია ახალგაზრდა გოგონას შესახებ თავისი ტკივილითა და განცდით – ჩემთვისაც იყო სულისშემძვრელი. მე ადრეც გავაკეთე განცხადება, როდესაც დაკავებული ახალგაზრდების პატიმრობის საკითხი იხილებოდა. 
 
მაშინაც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ – არ არის ჩემი ამოცანა და სურვილი, ვიხილო გაუბედურებული და ცხოვრება არეული ახალგაზრდები მათუ უნებლიე, გაუაზრებელი შეცდომის გამო. მე არ მინდა, ვატარო მათი ტკივილი და ტრაგედია. არ არის თვითმიზანი მათი საპყრობილეში გაშვება. ამიტომ მართებს გამოძიებას და სასამართლოს სიფრთხილე, სიზუსტე და სამართლიანობა. 
 
მე, როგორც დაზარალებულს, მექნება სწორედ ასეთი ადამიანური და სამართლიანი პოზიცია მათ მიმართ. ველოდები, რომ გამოძიებამ იპოვოს რაც შეიძლება სწრაფად, ვინ დაიწყო და ვინ იყო ორგანიზატორი ამ ველურობის და საზარელი დანაშაულის. ეს არის კითხვა, რასაც მე დღის წესრიგიდან არ მოვხსნი.
 
აქვე, მედიას მინდა, მივმართო, ამ თემებზე საუბრისა თუ მსჯელობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რათა თავიდან ავიცილოთ მსხვერპლის განმეორებითი ვიქტიმიზაცია, გავუფრთხილდეთ ადამიანებს! 
 
ჩემი ბრძოლის ხაზი ყოველთვის გადიოდა ადამიანის დაცვაზე და მიზანიც ადამიანი იყო! ასეც ვაპირებ გავაგრძელო, როგორი ბარიერების არ უნდა აღიმართოს წინ,"- წერს ეკა ბესელია. 
 
შეგახსენებთ,  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1 თებერვალს ფარული ჩანაწერების გავრცელების ბრალდებით  16 ახალგაზრდა დააკავა. მათგან ნ 2-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დანარჩენი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის 19 წლის ანი აროშიძეცაა, რომელიც სიმსივნით დაავადებული მამის თვალწინ დააპატიმრეს.

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...