მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდის ყინულის სახლი 6 წლიანი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს საზეიმოდ გაიხსნა

ზუგდიდის ყინულის სახლი 6 წლიანი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს საზეიმოდ გაიხსნა [Video]

Published on

ზუგდიდის ყინულის სახლი 6 წლიანი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს საზეიმოდ გაიხსნა.  გახსნის ღონისძიებაზე ბათუმის ყინულის სახლის მოციგურავეებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. ყინულის სახლის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინვესტორთან, რათა ყინულის მოედნის გადატანა მოხდეს ე.წ. კომკავშირის პარკის ტერიტორიაზე. ყინულის სახლში შესვლა რამდენიმე 1-ელ მარტამდე უფასო იქნება. ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი შენგელიას თქმით, პირველ ეტაპზე მოხდება ჯგუფების დაკომლექტება „  თითო მოზარდზე ტარიფი 40 ლარით განისაზღვრება, ხოლო ოჯახიდან 2 ბავშვის შემთხვევაში გადასახადი 60 ლარი იქნება. რაც შეეხება სოციალურად დაუცველებს, მათთვის უფასო გაკვეთილები ჩატარდება.“- განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ზუგდიდში ყინულის საციგურაო მოედანი  2007 წლიდან ფუნქციონირებდა,ხოლო როდესაც ზუგდიდელმა ბავშვებმა ამ სფეროში წარმატებებს მიაღწიეს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა უგდიდში ახალი, ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი საციგურაო მოედანი აეშენებინა. 2011 წელს დაიწყო ოლიმპიური სტანდარტების შესაბამისი ყინულის მოედნის მშენებლობა. 2012 წლის ბოლოს საჭირო დანადგარების ძირითადი ნაწილი ჩამოტანილ იქნა იტალიიდან. მიუხედავად დაპირებებისა ახალი ხელისუფლების მოსვლიდან დღემდე ყინულის მოედანი არ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ ქონდა დაპირება მისი გახსნის თარიღთან დაკავშირებით, მშენებლობა და ექსპლოატაციაში შესვლა საგრძნობლად დაგვიანდა.ყინულის სახლი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ახალგაზრდებს უფასოდ ემსახურებოდა, მაშინდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ფინანსდებოდა. ყინულის მოედნის მშენებლობაზე 2012 წლიდან  5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.  2018 წლამდე მოედანი  ორჯერ დაზიანდა და ჯერ კიდევ რეაბილიტაციის ეტაპზეა. მოედანი პირველად 2015 წელს დაზიანდა. მას რაბილიტაცია უკრაინელმა სპეციალისტებმა ჩაუტარეს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 154 127 ლარი გამოიყო. 2018 წელს კი კვლავ გამოცხადდა ტენდერი ყინულის სახლის რეაბილიტაციაზე, რისთვისაც ბიუჯეტიდან 407,830 ლარი დაიხარჯა. ყინულის სახლის გახსნა რამდენჯერმე დაანონსდა, დღეს კი, 6 წლიანი დაგვიანებით გაიხსნა. ახლა კი საუბარია ყინულის სახლის გადატანაზე სხვაგან, რადგან ამ ტერიტორიაზე კომპანია m2 სასტუმროს აშენებას აპირებს.
 
 
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...