მთავარისიახლეებიპოლიტიკაშუშის სასახლეში ქურდული გარჩევის დროს ოლიგარქმა 100:0 დაამარცხა მამუკა ხაზარაძე...

შუშის სასახლეში ქურდული გარჩევის დროს ოლიგარქმა 100:0 დაამარცხა მამუკა ხაზარაძე და აიძულა დაეტოვებინა ბანკი, რომელსაც შეალია ცხოვრება

Published on

ხაზარაძემ წერილით პირდაპირ დაადასტურა ის, რაზეც ბოლო ერთი წელია, ყველა ბიზნესმენი პირად საუბრებში ამბობს, რომ საქართველოში მოქმედებს ივანიშვილის არაფორმალური ბრძანება.
 
ამ ბრძანებით ბიზნესმენებს დაწესებული აქვთ ლიმიტი, რომლის ზევითაც, მეტი ფული აღარ უნდა ჰქონდეთ. ვისაც აქვს, უნდა დათმოს. ხაზარაძე ამბობს, რომ სხვა გზა არ დაუტოვეს.
 
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ ის არც ბრალის წარდგენასა და დაპატიმრებას არ უნდა გამორიცხავდეს.
 
„ბიოლოგიურად ვერ იტანს ბიძინა ივანიშვილი ყველა წარმატებულ ან პოტენციურად წარმატებულ ადამიანებს. გამომდინარე იქიდან რომ მას უბრალოდ ეშინია, აიძულა მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილმა რომ დაეტოვებინა ბანკი, რომელსაც შეალია ცხოვრება. ნოემბრის თვეში გაავრცელებინა განცხადება, სადაც მოუწოდა 7000 თანამშრომელს, რომ მხარი დაუჭირეთ ბიძინა ივანიშვილსო და სამ თვეში გააგდო საკუთარი სახლიდან. დაპატიმრებასა და ბრალის წარდგენას მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მამუკა ხაზარაძე არ უნდა გამორიცხავდეს. მთავარი ფილოსოფია ბიძინა ივანიშვილის ახლა რა არის?-ივანიშვილი ცდილობს ახლა ხაზარაძეს ჩაარტყას თავში რომ ხვალ და ზეგ ყველა იყოს დაშინებული“-ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია
 
„ის, რომ საქართველოში არ არსებობს სასამართლო სისტემა და მას არ ენდობა ჩვენს ქვეყანაში არავინ, ეს ყველამ იცის. მაგრამ გუშინ ლონდონში „თიბისი ბანკის“ მნიშვნელოვანმა აქციონერებმა, მსოფლიოში ცნობილმა უდიდესი კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სასამართლო დავას წყვეტენ „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით. ეს არის პირდაპირი ვერდიქტი საქართველოს სასამართლო სისტემისადმი, რომ არავითარი აზრი საქართველოში სასამართლოში განხილვას არ აქვს, ვინაიდან სასამართლო „თიბისისთან“ დაკავშირებით შედგა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში, იმ ქურდული გარჩევის დროს მან 100:0 დაამარცხა მამუკა ხაზარაძე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტს დარჩა 5 წელიწადი. ამ ნდობით და ამ რეპუტაციით მას საქართველოს ეროვნული ბანკის მართვა არ შეუძლია. როცა ვამბობდით, რომ ეროვნული ბანკი არის მთავრობის განყოფილება, ძალიან ვცდებოდით – ეროვნული ბანკი გადაიქცა შსს-ს ერთ-ერთ ქვესტრუქტურად,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.
 
ამასთან, რომან გოცირიძემ დეპუტატებს მოუწოდა, შეეწყვიტა „ქილიკი“ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.
 
„მამუკა ხაზარაძე მანამდე სასურველი პიროვნება იყო და ახლა ნუ ქილიკობთ. თქვენ ნებისმიერს გაჭყლეტთ, თუმცა თქვენ ვინ გეკითხებათ, თქვენი უფროსი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.. 

სიახლეები

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა -17 გრადუსამდე დაეცემა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 და 4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი დაცემა. მათივე...

დღეიდან იმპორტირებული სიგარეტი ძვირდება

2026 წლის 1 იანვრიდან იმპორტირებული სიგარეტის აქციზი იზრდება, რაც მის ფასსაც ზრდის. დაჩქარებული წესით მიღებული...

დღეიდან, მძღოლები ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევაში დაჯარიმდებიან

დღეიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა ადმინისტრაციულ კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სატრანსპორტო საშუალებებს ეხება. ცვლილებების...

თბილისსა და ახალციხეში მკვლელობები მოხდა – მოკლულია ორი ბიზნესმენი

თბილისში, ვაკის კორტებთან, ასევე ახალციხის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მკვლელობები დროში მცირე სხვაობით მოხდა.  როგორც ვაკეში,...