მთავარისიახლეებისაზოგადოებაქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაცვის თანამშრომლებმა ლიფტში პაციენტის შვილი სცემეს

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაცვის თანამშრომლებმა ლიფტში პაციენტის შვილი სცემეს

Published on

 თბილისში, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, დაცვის თანამშრომლები პაციენტის შვილს, ეგვიპტის მოქალაქეს, ვაგდია ელკორაეის დაესხნენ თავს. 
 
დაზარალებულის ადვოკატის თამარ მჭედლიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მამას საავადმყოფოში ცუდად უვლიდნენ, რის გამოც მატლები და ნაწოლები გაუჩნდა, რის შემდეგაც მან მასალების შეგროვება და ჩივილი გადაწყვიტა. 
 
"დღეს ვაგდია ელკორაეიმ მამამისის სხეულზე ცოცხალი მატლები აღმოაჩინა. აიღო ეს მტკიცებულებები, ბინტი და სხვა მასალები და გამოჰქონდა პალატიდან, რომ საავადმყოფოსთვის ეჩივლა. გამოედევნენ დაცვის თანამშრომლები და საავადმყოფოს ტერიტორიაზევე, ლიფტში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს”- განაცხადა მჭედლიშვილმა. 
 
შსს-ს ინფორმაციით პოლიციამ ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით..

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...