მთავარისიახლეებიპოლიტიკა“მინისტრის საათის“ ფორმატში, დღეს, პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

“მინისტრის საათის“ ფორმატში, დღეს, პარლამენტში მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ

Published on

“მინისტრის საათის“ ფორმატში, დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ. ცქიტიშვილი პირველი მინისტრია, რომელიც პარლამენტში მოხსენებით “მინისტრის საათის“ ფორმატში გამოვა.
 
ე.წ. მინისტრის საათი ახალი რეგლამენტით განსაზღვრული ფორმატია, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მთავრობის წევრების სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენებით გამოსვლას გულისხმობს, რის შემდეგაც დებატები იმართება. “მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტი მიმდინარე წლის განმავლობაში 11 მინისტრს მოუსმენს.
 
მაია ცქიტიშვილის პარლამენტში მისვლა 8 თებერვლის პლენარულ სხდომაზე იყო დაგეგმილი, თუმცა იმის გამო, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენას ორი სასესიო დღე დაეთმო, ცქიტიშვილის პარლამენტში გამოსვლა 20 თებერვლისთვის გადაიდო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...