მთავარისიახლეებისაზოგადოებამხატვარი ლია გულუა ჩამომხრჩვალი იპოვეს ვენაში

მხატვარი ლია გულუა ჩამომხრჩვალი იპოვეს ვენაში

Published on

ამ დრომდე უცნობი რჩება , რამ უბიძგა ავსტრიაში, ვენაში მცხოვრებ ქართველ მხატვარს ლია გულუას თვითმკვლელობით დაესრულებინა  სიცოცხლე. 
ახალგაზრდა ქალი თავის ბინაში,  აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს.
 
ბოლო წლების განმავლობაში, ლია გულუა ვენაში ცხოვრობდა და მუშაობდა. ლია გულუა ლონდონის უიმბლდონის ხელოვნების სასწავლებელში, მოგვიანებით, იქვე – კემბერუელის კოლეჯში სწავლობდა, შემდეგ – ავსტრიაში, ვენის ნატიფი ხელოვნების აკადემიაში. ამავე პერიოდში ირიცხებოდა რომის ხელოვნების საერთაშორისო აკადემიაში. მონაწილეობდა თანაედროვე არტ ხელოვნების გამოფენებში, პერფომანსებში.
 
 
ქართველი სოპრანო მის  თამარ ივერი თავის პირად ფეისბუქ გვერდზე ეხმაურება ამ სამწუხარო ამბავს:
 
"ლია ღმერთო, რა სიმბოლურია შენი სიტყვები "ჩემი ბოლო ლაივი". ჩემო ყველაზე ლიბერალურო ადამიანო. შენ გიყვარდა ყველა დაჩაგრული,ღარიბი. გვერდზე ედექი სირიელ ლტოლვილებს, მათთვის შეჰქმენი ეგ თავისუფალი აკადემია რომ ლტოლვილ ბავშვებს უფასოდ ესწავლათ ხატვა, ძერწვა და ხელობა გვერდზე ედექი ყველა შავკანიანს, მუსულმანს, ებრაელს, უმცირესობებს, ყველას, ყველას, ტრანსპარანტებით იდექი შენთან  რუსული ოკუპაციის თემებზე ვენის ცენტრში…
 
საოცრად პირდაპირი,ზოგჯერ ხისტი,ზოგჯერ ბავშვივით მიამიტი. შვიდობით, ჩემო მეამბოხე,რევოლუციური…ლიბერალური სულის მეგობარო.ძალიან,ძალიან მომენატრები იცოდე" – წერს ივერი.
 
 

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...