მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოტენციური საფრთხე და ანაკლიის პორტი - ოპოზიცია იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ივანიშვილი...

პოტენციური საფრთხე და ანაკლიის პორტი – ოპოზიცია იმ მიზეზებზე საუბრობს, რამაც ივანიშვილი ხაზარაძის წინააღმდეგ განაწყო

Published on

TBC ბანკის დამფუძნებლის ირგვლივ შექმნილი ვითარება იყო გადაცემა "კვირის აქცენტების" მთავარი თემა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილის სამიზნე პოლიტიკური და პირადი მოტივის გამო გახდა.
 
"ევროული საქართველოს" წევრი, გიგი უგულავა აცხადებს, რომ ივანიშვილი TBC-ის დამფუძნებელს პოტენციურ საფრთხედ აღიქვამს, რომელსაც შესაძლოა, მომავალში პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდეს.
 
„გადახედეთ ბიზნესსექტორს, ვინ არის პოტენციურად, ვინც შეიძლება პრობლემა შეუქმნას მას – ხაზარაძე. ივანიშვილი გააკეთებს იმას, რაც დაგეგმილი აქვს, ამის ხელისშეშლა ხაზარაძეს შეუძლია მხოლოდ ერთი გზით, ეს არის საჯარო მოედანზე გამოიყვანოს ივანიშვილი. საქართველო ისტორიაში ასეთი მასშტაბური ახევის მცდელობა არ ყოფილა,“ -ამბობს უგულავა.   
 
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე კი განმარტავს, რომ აქ საქმე გეოპოლიტიკურ ინტერესს ეხება, სასწორზე ანაკლიის პორტი დევს, რომელსაც შეუძლია საქართველოსთვის "ნატოს ჯარის ფუნქციაც" კი შეასრულოს.
 
„ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, რომ ანაკლიის პროექტის გაუქმება რუსეთის ინტერესშია.
 
„საქართველოს ისტორიაში არ მომხდარა, რომ ადმინისტრატორისთვის უფლებამოსილება შეეჩერებინოთ ამ 25 წლის განმავლობაში, რომელიც არ იყო გაკოტრების პირას. ანაკლიის პორტის რეალურად გაწირვა ნიშნავს პირდაპირ რუსული ინტერესების გატარებას.“ – ამბობს გოცირიძე.

სიახლეები

რუსეთში აფხაზ სტუდენტებს რუსულ ჯარში გაწვევა ემუქრებათ

რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე აფხაზი სტუდენტები, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ, მოულოდნელად რუსეთის არმიაში გაწვევის...

პენიტენციური უარყოფს, რომ ციხეში ახლა უკვე მეორე ძმა ფეიქრიშვილსაც სცემეს

ძმებ ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ დავითის შემდეგ, დღეს ციხის საკანში მისი მეორე შვილი, გიორგი...

წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილის ცხედარი იპოვეს

ოკუპირებული აფხაზეთის დაბა წანდრიფშში, გაგრის მუნიციპალიტეტში, კარიერნაიას ქუჩაზე, ნაგვის კონტეინერთან ახალშობილი ბიჭის ცხედარი აღმოაჩინეს. 24...

„ამ ინტერვიუს აუცილებლად უნდა უყუროთ“ – აიან შარიფბაიევი ზელენსკის 

ყაზახი ჟურნალისტი და პოლიტიკური მიმომხილველი: "თქვენ აუცილებლად უნდა ნახოთ ზელენსკის ეს ინტერვიუ სტივენ ბარტლეტთან. კამერის წინ...