მთავარისიახლეებისაზოგადოება20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ფოთში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ფოთში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

Published on

20-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ, ფოთში 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მეათეკლასელ მოზარდს ეძებდნენ, რომელიც მდინარეში სამი კვრის წინ გადავარდა.
 
ცხედარი შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, მდინარე რიონის შესართავიდან 1 კილომეტრში ნახეს.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამძებრო სამუშაოებში 30-მდე მაშველი იყო ჩართული, მათ შორის, მყვინთავები თბილისიდან და აჭარის რეგიონებიდან.შინაგან საქმეთა სამინისტრო სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებს 29 იანვრის შემდეგ, როგორც მდინარეში, ისე ზღვაში 24-საათიან რეჟიმში აწარმოებდა.
 
16 წლის მოზარდი 29 იანვარს ფოთში მდინარე რიონში ხიდის მოაჯირიდან გადავარდა. 

სიახლეები

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შსს-მ თბილისსა და სხვადასხვა რეგონებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავა,...

ოკუპირებულ გულრიფშში 15 წლის რუსი ტურისტი ხევში გადაიჩახა და დაიღუპა – დაკავებულია ჯგუფის ინსტრუქტორი

ოკუპირებულ აფხაზეთში, გულრიფშის რაიონში, მთაზე რუს ტურისტთა ჯგუფის ასვლის დროს 15 წლის მოსკოველმა ახალგაზრდამ...

“მეგატექნიკამ” ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა

 11 აგვისტოს ''მეგატექნიკამ'' ზუგდიდში ახალი ფილიალი გახსნა. კომპანია „მეგატექნიკა“ უკვე 30 წელია ოპერირებს და...